"ვირტუსი" დანებდა: კობი ბოლონიაში არ იქნება

AutoSharing Option
ბოლონიას "ვირტუსის" მფლობელმა კლაუდიო საბატინიმ აღიარა, რომ "ლეიკერსის" ვარსკვლავის კობი ბრაიანტის აგენტთან - რობ პელინკასთან მოლაპარაკებები წარუმატებლად დასრულდა და აღარ აპირებს NBA-ის ვარსკვლავის ტრანსფერზე მუშაობას.

საბატინის თქმით, მოთამაშის მიერ წამოყენებული ფინანსური მოთხოვნები და ყოფითი პირობები ძალიან გადაჭარბებულია და კლუბს მისი შესრულება არ შეუძლია.

ასე რომ, "ვირტუსის" შეფი დღეს სპეციალურ პრესკონფერენციას მოიწვევს და გამოაცხადებს, რომ კობი ბრაიანტი არ ითამაშებს მის კუთვნილ კლუბში.

შეგახსენებთ, რომ ზაფხულიდან მოყოლებული ბოლონიური კლუბი ბრაიანტის გაფორმებას ცდილობდა და კონტრაქტის სხვადასხვა ვარიანტს სთავაზობდა კალათბურთელს: სრული სეზონი, ლოკაუტის ბოლომდე
თამაში, სამი მატჩი, ერთი მატჩი, ტურნირი ვარსკვლავების მონაწილეობით... ბოლო შეთავაზება იყო ამხანაგურ მატჩებში მონაწილეობა, მაგრამ ამერიკული მხარის მოთხოვნებმა იტალიურ კლუბს მოლაპარაკებების ხალისი გაუქრო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული