რამდენიმე ამერიკული ინტერნეტ-გამოცემა იუწყება, რომ ამჯერად, დაპირისპირებულმა მხარეებმა მოპარაკებებისას შესამჩნევ პროგრესს მიაღწიეს, CBS Sports კი პირდაპირ წერს, რომ ლიგა და პროფკავშირი ძალიან მიუახლოვდნენ ახალ კორექტიურ ხელშეკრულებაზე ხელმოწერას.
იტყობინებიან, რომ მფლობელები, შესაძლოა, დათანხმდნენ საერთო შემოსავლიდან მოთამაშეებისთვის 51.5 პროცენტის დათმობაზე. ასევე მოგვარებადი ჩანს სხვა სისტემური საკითხები.
"დღეს მხარეებმა მოლაპარაკებების პროცესში უდიდეს პროგრესს მიაღწიეს. კვირის ბოლოს, კლუბების მფლობელებსა და მოთამაშეთა პროფკავშირს შეეძლებათ ახალი კოლექტიური ხელშეკრულების გაფორმება", - ამბობს Sports Illustrated-თან კომენტარში
მოგვიანებით შეხვედრის შედეგებზე მხარეების ლიდერებმაც ილაპარაკეს.
"ვერ ვიტყვით, რომ ძალიან შესამჩნევ პროგრესს მივაღწიეთ, მაგრამ გარკვეულწილად წინ წავიწიეთ სისტემური პრობლემების მოგვარებაში", - განაცხადა პროფკავშირების პრეზიდენტმა დერეკ ფიშერმა.
"ეჭვგარეშეა, რომ ეს შეხვედრა უფრო ეფექტური აღმოჩნდა, ვიდრე წინა. სერიოზულ პროგრესს მივაღწიეთ უმიშვნელოვანეს საკითხებში", - ასეთი კომენტარი მისცა გუშინდელ 15-საათიან მოლაპარაკებებს NBA-ის კომისრის თანაშემწემ ადამ სილვერმა.
თავად ლიგის კომისარი დევიდ სტერნი პოზიტიური ტენდენციების გამო სიხარულს არ ჩქარობს: "სანამ ახალ კოლექტიურ ხელშეკრულებას ხელს არ მოვაწერთ, კომპრომისზე ლაპარაკი ნაადრევად მეჩვენება. არ შემიძლია შევაფასო, რამდენად წინ წავიწიეთ მოლაპარაკებების პროცესში".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"