ტურნე კვირას იწყება

AutoSharing Option
ცნობილი გახდა NBA-ის ვარსკვლავების მიერ დაგეგმილი ექვსმატჩიანი მსოფლიო ტურნეს დეტალების შესახებ. რაც მთავარია, გაირკვა იმ მოთამაშეების სრულის სია, რომლებიც ამ ტურნეში მიიღებენ მონაწილეობას.

ესენი არიან: კობი ბრაიანტი, დუაიტ ჰოვარდი, დუეინ უეიდი, კევინ დურანტი, კრის ბოში, ბლეიკ გრიფინი, პოლ პირსი, კევინ ლავი, ამარე სტაუდმაიერი, კრის პოლი, კევინ გარნეტი, ტაისონ ჩენდლერი, რაჟონ რონდო და კრის კამანი.

პირველი საჩვენებელი შეხვედრა 30 ოქტომბერს პუერტო რიკოს დედაქალაქ სან ხუანში გაიმართება. შემდეგ ორ მატჩს პირველ და სამ ნოემბერს ლონდონის "O2-არენა" უმასპინძლებს. შემდეგ ვარსკვლავები ჩინეთში გადაინაცვლებენ და
6 ნოემბერს მაკაოში ითამაშებენ. ტურნე კი ავსტრალიის ქალაქ მელბურნში 8 და 9 ნოემბერს დაგეგმილი ორი მატჩით დასრულდება.

როგორც ხედავთ, სიაში არ არიან ლებრონ ჯეიმსი და კარმელო ენტონი, რომლებმაც ადრე თანხმობა განაცხადეს ტურნეში მონაწილეობაზე. ვარაუდობენ, რომ მათ ლოკაუტის პერიოდში ოჯახთან უფრო მეტი დროის გატარება გადაწყვიტეს, აგრეთვე იმედი აქვთ, რომ ლოკაუტი მალე დასრულდება.

უფრო ადრე ტურნეში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს დერიკ როუზმა და რასელ უესტბრუკმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული