ლონგორიას მორიგი კალათბურთელი

AutoSharing Option
ერთი წელიც არ გასულა მას შემდეგ, ჰოლივუდის ვარსკვლავი ევა ლონგორია და "სან ანტონიო სპურსის" გამთამაშებელი ტონი პარკერი გაეყარნენ ერთმანეთს. ახლა კი მსახიობმა მორიგი რომანი გააბა და ამისთვის ისევ NBA-ის კალათბურთელი აირჩია.

გასულ შაბათს პაპარაცებმა ლონგორია რესტორან Il Mulino-ში "ლეიკერსის" მცველ მეტ ბარნსთან ერთად დააფიქსირეს. თუმცა ამაში დასაძრახი არაფერია, რადგან ევა ამჟამად თავისუფალია, ბარნსს კი ლოკაუტის გამო ბევრი დრო აქვს, თან საცოლეს გლორია გოვანს დაშორდა, რომელთანაც ორი შვილი ჰყავს.

საინტერესოა, რომ ეს არ არის ლონგორიასა და ბარნსის პირველი შეხვედრა. 16 ოქტომბერს
მსახიობმა თავის "ტვიტერზე" დადო იმ საღამოს ფოტოები, რომელზეც ის მეტთან იყო გადაღებული.

შესაძლოა, ბარნსისა და მისი საცოლის დაშორების მიზეზი სწორედ ლონგორია იყო, თუმცა ჰოლივუდის ვარსკვლავის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მათი ვახშამი საქმიანი იყო, რადგან ორივენი აქტიურ საქველმოქმედო საქმიანობას ეწეოდნენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული