დიდ ბენს სამი თვით ჩასვამენ

AutoSharing Option
"დეტროიტ პისტონზის" ცენტრი ბენ უოლასი დამნაშავედ სცნეს მანქანის არაფხიზელ მდგომარებაში მართვის და იარაღის უკანანო შენახვაში. 13 დეკემბერს გაიმართება სასამართლო სხდომა, რომელზეც ვეტერან კალათბურთელს, სავარაუდოდ 93-დღიან პატიმრობას მიუსჯიან.

უოლასმა აღიარა ორივე დანაშაული და გამოძიებასთანაც ითანამშრომლა, ამიტომაც მის ადვოკატს იმედი აქვს, რომ კალათბურთელს პირობით სასჯელს აკმარებენ.

ინციდენტი 24 სექტემბერს მიჩიგანის შტატის ქალაქ ბლუმფილდში მოხდა. დილის სამ საათზე პოლიციელმა საეჭვოდ მიიჩნია მანქანის მოძრაობა, რომელსაც უოლასი მართავდა.

ტესტმა ბენის სისხლში ალკოჰოლის გადამეტებული დოზა დააფიქსირა. გარდა ამისა, მის მანქანაში იპოვნეს იარაღი, რომელზეც მოთამაშეს ლიცენზია არ
გააჩნდა. მაშინ კალათბურთელი 5500 დოლარის გადახდის შემდეგ თავდებში გაათავისუფლეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული