შაკი: კობის მოკვლა მინდოდა!

AutoSharing Option
ლეგენდარულმა შაკილ ო'ნილმა გამოუშვა ავტობიოგრაფიული წიგნი, სახელწოდებით - My Story. ერთ-ერთ თავში შაკი თავის ყოფილ თანაგუნდელთან კობი ბრაიანტთან ურთიერთობის შესახებ ყვება.

"ორივენი ზღვარზე ვიყავით. მე იმის გამო, რომ ახალ კონტრაქტს ველოდებოდი, კობი იმიტომ, რომ, შესაძლოა, ციხეში ჩაესვათ სექსუალური ძალადობისთვის. 2002-03 წლების სეზონის წინ მწვრთნელებმა გვითხრეს - არანაირი საჯარო კონფლიქტი. წინააღმდეგ შემთხვევაში - ჯარიმა არ აგვცდებოდა. ფილ ჯექსონი ძალიან დაიღალა ამისგან. კარლ მელოუნსაც და გერი პეიტონსაც მობეზრდათ ეს ყველაფერი.

შემდეგ რა მოხდა? შემდეგ ის წავიდა ჯიმი გრეისთან (ამერიკელ ჟურნალისტთან) და ინტერვიუ
მისცა. იქ მან ილაპარაკა იმის შესახებ, რომ მე გასუქებული და ფორმიდან ამოვარდნილი ვარ. მან ისიც თქვა, რომ მე თითის ტრავმა გამოვიყენე იმისთვის, რომ მეტი თავისუფალი დრო მქონოდა, ხოლო თავად ტრავმა სერიოზული არ იყო. კიდევ თქვა, რომ ახალ კონტრაქტს ვითხოვდი იმ დროს, როცა ჩვენს გუნდში დიდების დარბაზის ორი წევრი თითქმის მუქთად თამაშობდა.

ინტერვიუ ვნახე და ვიგრძენი, რომ წყობიდან გამოვდიოდი. რამდენიმე საათის წინ მწვრთნელებს დავპირდით, რომ კონფლიქტი შეწყვეტილი იქნებოდა. მაგრამ ეს შეთანხმება უნდა დამერღვია. ბიჭებთან მივედი ვუთხარი, რომ კობის მოკვლას ვაპირებდი", - წერს ო'ნილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული