ყველაფერში დამნაშავე ჰანტერია

AutoSharing Option
ოკეანის გაღმიდან ლოკაუტთან დაკავშირებით ახალი ბევრი არაფერია, თუმცა ამერიკულ პრესაში საინტერესო ამბების ამოკითხვა მაინც შეიძლება.

გაზეთი "ნიუ იორკ დეისი ნიუსი" წერს, რომ გასულ კვირას პროფკავშირების პრეზიდენტი დერეკ ფიშერი მზად იყო კლუბების მფლობელებს ლიგის საერთო შემოსავლის 50-პროცენტიან წილზე დათანახმებოდა და ამ შემთხვევაში, ლოკაუტი დასრულებული იქნებოდა.

მიუხედავად ამისა, ბოლო სიტყვა პროფკავშირის აღმასრულებელ დირექტორს ბილი ჰანტერს დარჩა და მან უარი თქვა დათმობაზე წასვლაზე. ამიტომაც ჩაიშალა ბოლო მოლაპარაკება.

სხვათა შორის დღეს ნიუ იორკში პროფკავშირის წევრთა სხდომა იმართება, რომელზეც ახალ სტრატეგიას შეიმუშავებენ ლიგასთან მოლაპარაკებების მორიგი
რაუნდის წინ.

* * *
საერთო შემოსავლის გაყოფის ყბადაღებულ თემასთან დაკავშირებით ახალი ის არის, რომ იურისტი ჯეფრი მიშკინი, რომელიც NBA-ის ხელმძღვანელთა ინტერესებს წარმოდგენს, ფედერალურ სასამართლოს მიმართავს წინადადებით, რომ სწორედ მან გადაწყვიტოს საკამათო საკითხი.

"პროფკავშირებს აწყობს გაურკვევლობა. ეს ჰგავს სიტუაციას, როცა ვიღაც პისტოლეტს ამოიღებს და მაგიდაზე დადებს", - ამბობს მიშკინი სააგენტო AP-სთან კომენტარში.

* * *
შესაძლოა, სიტუაცია გაართულოს NBA-ის რამდენიმე კლუბის პოზიციამ, რომლებიც მზად არ არიან შემოსავლის თანაბრად გაყოფისთვის.
"რამდენიმე პატარა და საშუალო დონის გუნდს ყველაზე ხისტი პოზიცია უკავია. მათ არ აწყობთ მოგების თანაბრად განაწილება, რადგან ასეთ შემთხვევაში წაგებულები რჩებიან", - ამბობს მოლაპარაკებების ერთ-ერთი მონაწილე ESPN-თან ინტერვიუში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული