დღეს მორიგი შეხვედრაა

AutoSharing Option
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის კლუბების მფლობელები და მოთამაშეთა პროფკავშირები შაბათს განაახლებენ მოლაპარაკებებს და შეეცდებიან ლოკაუტის დასრულებას. მანამდე კი ამერიკულ პრესაში ერთი საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა.

NBA-ის კალათბურთელები და მათი ადვოკატები აქტიურად განიხილავენ პროფკავშირისთვის ლიცენზიის ჩამორთმევის შესაძლებლობას.
ერთ-ერთი წყაროს ცნობით, ამ საქმეში დაახლოებით 50 მოთამაშეა ჩართული. ვარაუდობენ, რომ თუ შაბათის შეხვედრაზე არ შედგა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც მოთამაშეები ვერ მიიღებენ საერთო შემოსავლის მინიმუმ 52 პროცენტს, სწორედ ლიცენზიის ჩამორთმევა გახდება შემდეგი ნაბიჯი მფლობელებთან ბრძოლაში.

"აქ ლაპარაკი არ არის ფიშერისა და ჰანტერის მიმართ უნდობლობაზე. მოთამაშეებს სურთ
იცოდენ, კიდევ რა გზით შეუძლიათ თავიანთი უფლებების დაცვა. თუ ამ უქმეებზე მოლაპარაკებები წარმატებით არ დასრულდება, მათ უკვე იციან, როგორ უნდა გააგრძელონ მოქმედება", - ამბობს ინკოგნიტო წყარო.

როგორც ირკვევა, ამ პროცესში ყველაზე მეტად "ბოსტონ სელტიქსის" ერთ-ერთი ლიდერი პოლ პირსი აქტიურობს. მას მხარში უდგანან დუენ უეიდი, რეი ალენი და დუაიტ ჰოვარდი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული