NBA: არაფერი არ არის ცნობილი

AutoSharing Option
ნიუ იორკში გრძელდება მოლაპარაკებები კლუბების მფლობელებსა და მოთამაშეთა პროფკავშირს შორის. მორიგი შეხვედრა დაახლოებით 12 საათი მიმდინარეობდა და დაპირისპირებულმა მხარეებმა ისეთ ვერ შეძლეს კომპორმისის მიღწევა. მოლაპარაკების დასრულების შემდეგ კი შეხვედრის მონაწილეები ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებდნენ.

მაგალითად, ერთ-ერთი კლუბის გენერალურმა მენეჯერმა განაცხადა, რომ პროფკავშირი და კლუბების მფლობელები ახლოს არიან შეთანხმებასთან. "დღეს მხარეებმა რეალურ პროგრესს მიაღწიეს. ეს საკმარისი უნდა იყოს იმისთვის, რომ ხვალ მოლაპარაკებები გაგრძელდეს", - განაცხადა მან და ისიც დაამატა, რომ შეხვედრაზე სამ სისტემურ საკითზე მიაღწიეს შეთანხმებას.

უფრო ზოგადი განცხადებებით გამოიფარგლნენ ლოკაუტის მთავარი
მოქმედი პირები. მოკლე კომენტარი ჰქონდა NBA-ის კომისარს დევიდ სტერნს. მისი თქმით, მხარეებმა უარი თქვეს ულტიმატუმზე და მოლაპარაკებები მომდევნო დღისთვის გადაიტანეს.

"დღეს ჩვენ ვერ შევძელით შეთანხმებამდე მისვლა", - ამბობს სტერნი.

"ვერ ვიტყვი, რომ მოლაპარაკებებში შესამჩნევ პროგრესს მივაღწიეთ, მაგრამ მომდევნო შეხვედრას 10 ნოემბერს შუადღეზე გავმართავთ. იმედია, ამჯერად შევძლებთ ახალი კოლექტიური ხელშეკრულების გაფორმებას. თუმცა კომპრომისამდე მისასვლელად მხარეებმა კეთილი ნება უნდა გამოიჩინონ", - ამბობს პროფკავშირების პრეზიდენტი დერეკ ფიშერი.

ამავე ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ბილი ჰანტერმა არ გაამხილა 12-საათიანი მოლაპარაკებების დეტალები. თუმცა აღნიშნა, რომ მხარეებს არც კი განუხილავთ საერთო შემოსავლის გაყოფის საკითხი, რომელიც ადრე მთავარ პრობლემად მიიჩნეოდა.
ჰანტერის თქმით, ახალ კოლექტიურ ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებები კიდევ რამდენიმე დღე გაგრძელდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული