ზოდები ჯეი არს ასხვისებენ

AutoSharing Option
"დენვერ ნაგითსს" თავისი მსროლელის ჯეი არ სმითის გაცვლა გადაუწყვეტია. AOL FანHოუსე-ის ინფორმაციით, 24 წლის სნაიპერთან განშორების სურვილს ასეთი წინაისტორია აქვს: "დენვერის" ვიცე-პრეზიდენტი მარკ ვარკენტიენი ბოლო 6 წლის განმავლობაში სმითს ყოველგვარ ლობირებას უწევდა, მაგრამ ახლა "ზოდებმა" თავად ვარკენტიენთან აღარ გაახანგრძლივეს კონტრაქტი, რამაც სმითის გასხვისების იდეა ავტომატურად შვა.

გასულ სეზონში ჯეი არ სმითი საშუალოდ 15,4 ქულას აგროვებდა. კარსმომდგარი ჩემპიონატი კი დენვერელებთან მისი მოქმედი კონტრაქტის ბოლო სეზონი იქნება და კალათბურთელი 6,03 მილიონ დოლარს მიიღებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული