ნოვიცკი გაურკვევლობაშია

AutoSharing Option
შარშანდელი ფინალური სერიის საუკეთესო მოთამაშემ, "დალას მავერიქსის" ლიდერმა დირკ ნოვიცკიმ ჟურნალისტებს საკუთარი აზრი გაანდო ლოკაუტის მიმდინარეობასთან დაკავშირებით, გარდა ამისა, ილაპარაკა თავის საფეხბურთო სიმპატიებზე.

"იმედი მაქვს, მხარეები მოახერხებენ შეთანხმებას ლოკაუტის დასრულებასთან დაკავშირებით და შევძლებთ შემოკლებული სეზონის ჩატარებას. ჯერჯერობით, ფორმას ჩოგბურთის თამაშით ვინარჩუნებ. გერმანიის ჩემპიონატს თვალს ვერ ვადევნებ, მაგრამ ვიცი, რომ "ბამბერგმა" ისევ კარგად დაიწყო სეზონი. სწორედ მას მივიჩნევ ფავორიტად, თუმცა ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

რაც შეეხება ფეხბურთს, "ბაიერნი" ძალიან ძლიერია. რთული იქნება მასთან ჩემპიონობისთვის ბრძოლა. მაგრამ, მათთვის სამწუხაროდ, ბასტიან შვაინშტაიგერი დაიმტვრა, ეს
კი დიდი დანაკლისია. 80-იან წლებში "ვერდერის" დიდი გულშემატკივარი ვიყავი. მომწონს, როგორ თამაშობს ამ გუნდში კლაუდიო პისარო. აგრეთვე, ფრანკ რიბერი მხიბლავს - მასზე დაკვირვება ყოველთვის სასიამოვნოა. ხშირი ურთიერთობა მაქვს პოლდისთან (ლუკას პოდოლსკი). ის კალათბურთის დიდი თაყვანისმცემელია. ისიც კარგ სეზონს ატარებს და ამის გამო ძალიან მოხარული ვარ", - ამბობს გერმანელი კალათბურთელი.

თუ ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში სეზონი არ გაიმართება, ნოვიცკი ევროპაში აპირებს თამაშს, რადგან არ სურს წლის ჩაგდება. გერმანიაში დირკზე სამი კლუბი აცხადებს პრეტენზიას - "ბამბერგი", "ბაიერნი" და "ალბა". NBA-ის ჩემპიონს ასევე მიწვევები აქვს ჩინეთიდან, იტალიიდან, ესპანეთიდან და თურქეთიდან.

"დავბრუნდები თუ არა გერმანიაში? თუ იქ ერთ-ერთ კლუბს ავირჩევ, დანარჩენი ორი გამინაწყენდება. ისე კი არ მინდა სეზონის გამოტოვება.

თუ NBA-ში სიტუაცია არ გამოსწორდა, მაშინ სეზონის მაშინ წლის დასაწყისში კლუბის ძებნას დავიწყებ, რათა ზაფხულამდე სათამაშო პრაქტიკა მქონდეს", - აცხადებს "ბილდისთვის" მიცემულ ინტერვიუში ნოვიცკი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული