დურანტს სეზონი არ უნდა

AutoSharing Option
გუშინ, გვიან ღამით უნდა გადაწყვეტილიყო ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში 2011-12 წლების სეზონის ბედი. ამ შეხვედრამდე ამერიკულმა პრესამ დაწერა, რომ კლუბების მფლობელთა ბოლო შეთავაზებაში მოთამაშეთა პროფკავშირი გარკვეული შესწორებების შეტანას აპირებს, თუმცა ლიგის ხელმძღვანელობა არ დაეთანხმება მოთამაშეთა ამ ინიციატივას.

გადამწყვეტი შეხვედრის წინ "ოკლაჰომას" ლიდერმა კევინ დურანტმა მოუწოდა მოთამაშეთა პროფკავშირს არ მიიღონ კოლექტიური ხელშეკრულების ახალი ვარიანტი.

"ეს ის შეთანხმება არ არის, რომელსაც ჩვენ ველოდით. ეს ცუდი ხელშეკრულებაა და არ მესმის, რატომ უნდა მივიღოთ ის", - ამბობს NBA-ის ვარსკვლავი.

სხვათა შორის პრესაში გამოქვეყნდა კლუბების ახალი
შეთავაზების რამდენიმე პუნქტი. პირველი ორი წლის განმავლობაში არ შეიცვლება ბიუჯეტის გარეთ დახარჯულ დოლარზე გადასახადი. გუნდები, რომლებიც სახელფასო ბიუჯეტში ვერ ჩაეტევიან, ჯერჯერობით უფლება ექნებათ Sign-and-trade-ის პრინციპით გააფორმონ ხელშეკრულებები.

ასევე ცნობილი ხდება, რომ ახალი ხელშეკრულებით მოთამაშეთა საშუალო ხელფასი 8 მილიონი დოლარი იქნება და არა 5 მილიონი, როგორც ეს ადრე იყო.

პროფკავშირმა გაავრცელა ცნობა, რომ კლუბების მფლობელთა ახალ ხელშეკრულებაზე მოთამაშეებს შორის ფარული კენჭისყრა გაიმართება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული