უიღბლო არჩევანი

AutoSharing Option
ინტერნეტ-გამოცემა Bleacher Report-მა საინტერესო რეიტინგი გამოაქვეყნა. ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, უნდა დადგენილიყო ბოლო ათი წლის განმავლობაში NBA-ის დრაფტზე კლუბების მიერ გაკეთებული ყველაზე წარუმატებელი არჩევანის სია. საბოლოოდ, გულშემატკივრებმა 25 კალათბურთელისგან შემდგარი ჯგუფი გამოარჩიეს.

რეიტინგს სათავეში უდგას ჯეი უილიამსი, რომელიც 2002 წლის დრაფტზე მეორე ნომრად აირჩია "ჩიკაგო ბულზმა". თავის სადებიუტო სეზონში უილიამსმა ერთხელ სამმაგი დუბლიც კი შეასრულა, მაგრამ 2003 წელს მოტოციკლით ავარიაში მოხვდა და სერიოზული დაზიანებები მიიღო. ჯეიმ 2006 წელს სცადა NBA-ში კარიერის გაგრძელება, მაგრამ მალე დაასრულა თამაში.

უილიამსის შემდეგ მოდიან ადამ მორისონი
(2006, №3), გრეგ ოდენი (2007, №1) და ქართველი ნიკოლოზ ცქიტიშვილი (2002, №5). ხუთეულში კიდევ ერთ ევროპელს ვხედავთ - სერბ დარკო მილიჩიჩს, რომელიც 2002 წლის დრაფტზე "დეტროიტ პისტონზმა" მეორე ნომრად აიყვანა.

სრული სია ასე გამოიყურება:
25. რობერტ სვიფტი (No. 12, 2004)
24. მარტელ უებსტერი (No. 6, 2005)
23. ტროი ბელი (No. 16, 2003)
22. ბრენდან რაიტი (No. 8, 2007)
21. სედრიკ სიმონსი (No. 15, 2006)
20. ეისი ლოუ (No. 11, 2007)
19. მარკუს ჰეისლიპი (No. 13, 2002)
18. შელდენ უილიამსი (No. 5, 2006)
17. რიის გეინსი (No. 15, 2003)
16. იაროსლავ კოროლიოვი (No. 12, 2005)
15. ფრან ვასკესი (No. 11, 2005)
14. კორი ბრიუერი (No. 7, 2007)
13. მუჰამედ სენე (No. 10, 2006)
12. ლიუკ ჯექსონი (No. 10, 2004)
11. იი იანლიანი (No. 6, 2007)
10. პატრიკ ო'ბრაიანტი (No. 9 in 2006)
9. შონ ლივინგსტონი (No. 4, 2004)
8. რაფაელ არაჟუო (No. 8, 2004)
7. ანდრეა ბარნიანი (No. 1, 2006)
6. დაჟუან ვაგნერი (No. 6, 2002)
5. დარკო მილიჩიჩი (No. 2, 2003)
4. ნიკოლოზ ცქიტიშვილი (No. 5, 2002)
3. გრეგ ოდენი (No. 1, 2007)
2. ადამ მორისონი (No. 3, 2006)
1. ჯეი უილიამსი (No. 2, 2002)
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული