ლეგენდარული ცენტრი შაკილ ო'ნილი, რომელიც ცოტა ხნის წინ "კლივლენდიდან" "ბოსტონში" გადავიდა, მეორედ დაქორწინებას აპირებს. თუ ამერიკულ პრესას დავუჯერებთ, შაკის რჩეულია ვინმე ნიკოლ "ჰუპს" ალექსანდერი. სწორედ ნიკოლის სახლში (ტენესის შტატი) გაატარა შაკმა საზაფხულო არდადეგები.
"მან უკვე სთხოვა ხელი თავის შეყვარებულს, - ამბობს კალათბურთელის მეგობარი. - ერთ-ერთ რესტორნში ცეკვის დროს, შაკმა შუაში დარბაზში სავარძელი დადგა და შემდეგ ბეჭედი გაუკეთა თითზე". თუმცა ეს წყარო არ აზუსტებს, კონკრეტულად ვის სთხოვა ხელი ო'ნილმა, ამიტომაც ჟურნალისტები მხოლოდ ვარაუდით ასახელებენ ნიკოლ ალექსანდერის სახელს.
შეგახსენებთ, რომ შაკმა სამი
ნიკოლ ალექსანდერზე ის არის ცნობილი, რომ ქალი რეალითი-შოუს ვარსკვლავი იყო. ორი წლის წინ მან გაიმარჯვა შოუში - "მე მიყვარს ფული" და პრიზის 250 ათასი დოლარი მიიღო. ასევე ცნობილია, რომ ნიკოლის ყოფილი ბოიფრენდია ბეისბოლისტი ჯეიმს ჯექსონი.
ლელო