ინციდენტი საჩვენებელი მატჩის დროს მოხდა, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ კალათბურთელები და კლივლენდში ებრაელთა სათვისტომოს წარმომადგენლები. ლებრონმა თამაშის დროს თავის უახლოეს მეგობრებს გადაულაპარაკა: "ამ ებრაელებმა აბსოლუტურად არ იციან კალათბურთის თამაში".
კალათბურთელის სიტყვები გაიგონა ფასტ-ფუდის გამყიდველმა და მაშინვე პრესის წარმომადგენლებთან გაიქცა. გამყიდველმა დაიტრაბახა კიდეც, რომ ანტისემიტური განცხადების მოსმენის შემდეგ ლებრონ ჯეიმსს დაუყვირა: "პრინც ჯეიმს - მოშორდი კლივლენდიდან. შენ დაანგრიე NBA".
გამყიდველი სამი დღით ჩამოაშორეს სამუშაოს და აიძულეს ბოდიში
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"