მორიგი შეხვედრა იგეგმება

AutoSharing Option
საინტერესო ინფორმაციები ვრცელდება ოკეანის გაღმიდან ლოკაუტთან დაკავშირებით. როგორც ირკვევა, ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის კლუბების მფლობელები ითხოვენ ამ კვირას მოთამაშეთა პროფკავშირთან შეხვედრას. თუმცა კალათბურთელებს ჯერ არ მიუღიათ მორიგი მოპარაკებების შესახებ წინადადება.

ინკოგნიტო წყაროს ცნობით, ლიგას ჯერ კიდევ აქვს შობისთვის (25 დეკემბერი) რეგულარული ჩემპიონატის დაწყების იმედი.

კლუბების მფლობელთა მონდომება იმით არის გამოწვეული, რომ მათ არ აწყობთ 50-მატჩიანი რეგულარული ჩემპიონატის ჩატარება. ასე რომ, ახლა საკითხი ასე დგას - ან ლოკაუტი წელს დასრულდება ან 2011-12 წლების სეზონი საბოლოოდ გაუქმდება.

* * *
სანამ NBA-ის ვარსკვლავები
უსაქმოდ არიან, წინასაარჩევნო კამპანიაში მათ გამოყენებას აპირებს აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა. მას კალათბურთელების დახმარებით აქვს დაგეგმილი საკუთარი საარჩევნო კამპანიისთვის თანხების მოზიდვა.

კარმელო ენტონი, კრის პოლი, კევინ დურანტი, დუაიტ ჰოვარდი, კრის ბოში და სხვა ვარსკვლავები 12 დეკემბერს, ვაშინგტონში საჩვენებელ შეხვედრაში მიიღებენ მონაწილეობას, საიდანაც მიღებული თანხა ობამას საარჩევნო კამპანიის ფონდში გადაირიცხება. ბილეთების ფასი 100-დან 5 ათას დოლარამდე იქნება.

მიღებულ თანხას აგრეთვე გამოიყენებენ სხვა დემოკრატების ფინანსური მხარდაჭერისთვის, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ მთელს ქვეყანაში 2012 წლის არჩევნებში.

ორგანიზატორთა ჩანაფიქრით, ამ შეხვედრამ უნდა შეცვალოს ყოველწლიური "ყველა ვარსკვლავის მატჩი". ზემოთ ჩამოთვლილი კალათბურთელების გარდა, მატჩში მონაწილეობას მიიღებენ რეი ალენი, ვინს კარტერი, რეჯი მილერი, ალონზო მოურნინგი და დიკემბე მუტომბო...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული