პოლ პირსი: სეზონი უნდა ჩატარდეს

AutoSharing Option
"ბოსტონ სელტიქსის" ლიდერი პოლ პირსი ერთ-ერთი ყველაზე აქტიური და შეურიგებელი იყო ლოკაუტთან დაკავშირებული მოლაპარაკებების დროს.

გუშინ, ფორვარდმა საკუთარი აზრი გამოთქვა შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით.

"ოპტიმისტურად ვარ განწყობილი - სეზონი უნდა გაიმართოს. ხშირად მეკითხებიან ამის შესახებ და ყოველთვის ვპასუხობ: დიახ, ჩემპიონატი ჩატარდება. ის შეიძლება მხოლოდ ორი თვე გაგრძელდეს, მაგრამ სეზონი იქნება. ამას ვგრძნობ", - ამბობს ბოსტონელი კალათბურთელი.

"მჯერა, რომ მალე რაღაც მოხდება, ორივე მხარე გააცნობიერებს თავის შეცდომებს და შეთანხმებამდე მივლენ. სხვაგვარად არ შეიძლება, რადგან ის, რაც დღეს ხდება, საღ შეფასებას არ ექვემდებარება
- ლოკაუტი ვნებს NBA-ის საერთაშორისო ავტორიტეტს, ჩვენ კი არ შეგვიძლია ან არ გვინდა შექმნილი სიტუაციის შეცვლა", - დაასრულა თავის კომენტარი პოლ პირსმა.

ამასობაში ირკვევა, რომ მილერების ოჯახმა, რომელსაც "იუტა ჯაზი" ეკუთვნის, შესაძლოა, გაყიდოს კლუბი თუ ახალი კოლექტიური ხელშეკრულება არ იქნება მომგებიანი NBA-ის კლუბების მფლობელთათვის.

* * *
ლოკაუტის პერიოდში NBA-ის კალათბურთელები ევროპის გარდა, ჩინეთშიც წავიდნენ სათამაშოდ და იქაურ ლიგაში ორი მათგანს დებიუტი ჰქონდა.

"დენვერ ნაგეტსის" წევრმა უილსონ ჩენდლერმა პირველი მატჩი ჩაატარა ჟეიანგის "ლომების" რიგებში. ამერიკელი დომინირებდა მოედანზე და საბოლოოდ 43 ქულა, 22 მოხსნა, ოთხი შედეგიანი პასი და სამი ჩაჭრა დააგროვა.

სამაგიეროდ, უიღბლო დებიუტი გამოუვიდა "დენვერის" კიდევ ერთ ყოფილ კალათბურთელს ჯეი არ სმიტს. იმავე ქალაქ ჟეიანგის მეორე კლუბის რიგებში მან მუხლის ტრავმა მიიღო და მხოლოდ პარტნიორების დახმარებით შეძლო მოედნის დატოვება. ჯერჯერობით უცნობია სმიტის ტრავმის ხარისხი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული