ლებრონი ტურნეში მიდის

AutoSharing Option
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ვარსკვლავები - ლებრონ ჯეიმსი, დუეინ უეიდი, კრის პოლი და კარმელო ენტონი ამერიკული ტურნეს გამართვას აპირებენ. დაგემილია 4 მატჩის ჩატარება აკრონში, ნიუ ორლეანში, ჩიკაგოსა და ისტ-რუზერფორდში. შეხვედრები 1, 4, 7 და 10 დეკემბერს გაიმართება.

ამ ღონისძიებიდან შემოსული თანხა ქველმოქმედებას მოხმარდება.

"ძალიან ვამაყობ იმ სამუშაოთი, რომელსაც აკრონში ვასრულებთ. კარგად ვიცი, რას ნიშნავს ბევრი კალათბურთელისთვის ეს საქველმოქმედო ტურნე", - განაცხადა იდეის ერთ-ერთმა ავტორმა ლებრონ ჯეიმსმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული