მაიკლ ჯორდანის პროტეჟე

AutoSharing Option
"შარლოტ ბობკეთსმა" 28 წლის ცენტრ კვამე ბრაუნს 1 სეზონის ხანგრძლივობისა და 1,3 მილიონი დოლარის ღირებულების კონტრაქტი გაუფორმა. ეს იქნება NBA-ს მეხუთე კლუბი 211 სანტიმეტრის სიმაღლის კალათბურთელის კარიერაში.

გასული სეზონი ბრაუნმა "დეტროიტ პისტონზის" შემადგენლობაში გაატარა, სადაც 48 მატჩში საშუალოდ 3,3 ქულასა და 3,7 მოხსნას აგროვებდა.

ამრიგად, "შარლოტის" მეპატრონემ, ლეგენდარულმა მაიკლ ჯორდანმა კიდევ ერთხელ უხმო კვამეს თავის გუნდში. შეგახსენებთ, რომ კვამე ბრაუნი NBA-ს 2001 წლის დრაფტის პირველი ნომერია და მისი ამყვანი "ვაშინგტონ ვიზარდსი" იყო, სადაც იმხანად "მისი საჰაერო უდიდებულესობა" მუშაობდა. თუმცა, ბრაუნმა
ჯორდანის მოლოდინი არ გაამართლა და ახლა მას მეორედ ეძლევა თავის გამოჩენისა და თვით მაიკლ ჯორდანის ნდობის გამართლების შანსი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული