მხარეები ისევ შეუდგნენ საერთო მოგების თანაბრად განაწილების საკითხის განხილვას. მოთამაშეთა ინტერესებს პროფკავშირების აღმასრულებული დირექტორის ბილი ჰანტერის გარდა, NBA-ის ყოფილი მრჩეველი ჯიმ ქუინიც წარმოადგენდა.
დაინიშნა მორიგი შეხვედრაც - ის დღეს გაიმართება და მხარეები შეეცდებიან უახლოეს ხანში გააფორმონ ახალი კოლექტიური ხელშეკრულება, რათა სეზონი შობამდე დაიწყონ. ამ შემთხვევაში რეგულარულ ჩემპიონატში თითო გუნდი 66 შეხვედრას ჩაატარებს.
როგორც აღნიშნავენ, იურისტი ჯეფრი კესლერი, რომელიც
"როცა ამერიკის ფეხბურთში ლოკაუტი იყო, მხარეებმა მხოლოდ მაშინ შეძლეს შეთანხმება, როცა კესლერმა მოლაპარაკებები დატოვა", - ამბობს მოლაპარაკებების ერთ-ერთი მონაწილე.
* * *
თურქეთის "ბეშიქთაში არ მშვიდდება და აგრძელებს შემადგენლობის გაძლიერებაზე ზრუნვას. ამჯერად, პრესა თურქული კლუბის მხრიდან "ლეიკერსის" ფორვარდ ლამარ ოდომისადმი დაინტერესების შესახებ წერს.
ვებგვერდ შპორტანდო-ს ინფორმაციით, საკმაოდ მაღალია იმის შანსი, რომ 32 წლის კალათბურთელმა "ბეშიქთაშის" წინადადება მიიღოს.
* * *
"დალას მავერიქსის" ვეტერანმა ჯეისონ კიდმა გასაყიდად გამოიტანა თავისი მდიდრული აპარტამენტები დალასში.
გამთამაშებელი 21-ე სართულზე განთავსებულ ბინას 1.6 მილიონ დოლარად ყიდის. ამის შესახებ კიდმა გასულ კვირას გამოაცხადა, როცა გაიგო, რომ NBA-ში ლოკაუტი დროში გაიწელებოდა.
ჟურნალისტებმა აქედან ის დასკვნა გამოიტანეს, რომ 39 წლის კალათბურთელს დალასის დატოვება აქვს განზრახული.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"