უჭკვიანესი რეჯონ რონდო

AutoSharing Option
NBA-ს ბოლო ჩემპიონატის ფინალისტის, "ბოსტონ სელტიქსის" მთავარმა მწვრთნელმა დოკ რივერსმა თავისი გუნდის გამთამაშებელი რეჯონ რონდო შეაქო.

"ეს არის უჭკვიანესი კალათბურთელი მათ შორის, ვინც კი ოდესმე გამიწვრთნია. რეჯონს წარმოუდგენლად მაღალი საკალათბურთო IQ აქვს", - თქვა დოკ რივერსმა.

მრავლისმნახველი რივერსის შეფასება რეჯონისთვის დიდი პატივი უნდა იყოს – ახლანდელ "ბოსტონში" ხომ კევინ გარნეტი, პოლ პირსი და რეი ალენი თამაშობენ, რომელთაც საკალათბურთო ინტელექტუალების სახელი აქვთ. 24 რონდომ NBA-ს გასული რეგულარული ჩემპიონატი ერთ-ერთი სტატისტიკური კომპონენტის ლიდერად დაასრულა. ბოსტონელი გამთამაშებელი თითო მატჩში საშუალოდ 2,3 ჩაჭრას ახორციელებდა,
რაც მართლაც დიდოსტატური მაჩვენებელია. შედარებისთვის: მეორე ადგილზე გასულ სტივ კარის 1,9 ჩაჭრა აქვს, ხოლო მესამე-მეხუთე ადგილებზე 1,8 ჩაჭრით დუეინ უეიდი, ტრევორ არიზა და ჯეისონ კიდი გავიდნენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული