შეგახსენებთ, რომ NBA-დან ჩინურ კლუბებში თამაშობენ: ჯეი არ სმიტი, კენიონ მარტინი, უილსონ ჩენდლერი და აარონ ბრუქსი.
ჩინური კლუბების მფლობელებმა ულტიმატუმი წაუყენეს მოთამაშეებს: მათ შეუძლიათ დარჩნენ 2012 წლის მარტამდე, ითამაშონ და ხელფასი მიიღონ, ან უარი თქვან მატჩებში მონაწილეობაზე, მაგრამ ამ შემთხვევაში ჯამაგირის გარეშე დარჩებიან და მარტამდე მაინც ვერ შეძლებენ NBA-ში დაბრუნებას.
ამგვარი პრობლემები არ აქვთ ევროპაში მოთამაშე ლეგიონერებს.
აი, იმ კალათბურთელების სია, რომლებიც ვალდებულნი არიან უახლოეს პერიოდში NBA-ში თავიანთ კლუბებს დაუბრუნდნენ:
ნიკოლა ბატუმი (ნანსი-პორტლენდი)
დანილო გალინარი (მილანი-დენვერი)
დენი გრინი (ოლიმპია-სან ანტონიო)
სერჟ იბაკა (რეალი-ოკლაჰომა)
ერსან ილიასოვა (ეფესი-მილუოკი)
ტაი ლოუსონი (ჟალგირისი-დენვერი)
ტიმოფეი მოზგოვი (ხიმკი-დენვერი)
ზაზა ფაჩულია (გალათასარაი-ატლანტა)
ნიკოლა პეკოვიჩი (პარტიზანი-მინესოტა)
კევინ სერაფინი (კახა ლაბორალი-ვაშინგტონი)
ტიაგო სპლიტერი (ვალენსია-სან ანტონიო)
დერონ უილიამსი (ბეშიქთაში-ნიუ ჯერსი)
ჯორდან ფარმარი (მაკაბი-ნიუ ჯერსი)
სემიჰ ერდენი (ბეშიქთაში-კლივლენდი)
* * *
როგორც თურქული პრესა წერს, თურქეთის "ბეშიქთაში" აპირებს ხმარებიდან ამოიღოს დერონ უილიამსის სათამაშო ნომერი.
"ნიუ ჯერსის" ამერიკელი გამთამაშებელი თურქულ კლუბში ლოკაუტის პერიოდში თამაშობდა და ამ მოკლე ხანში "ბეშიქთაშის" ფანების კერპად იქცა. ახლა კი დერონს ამერიკაში დაბრუნება მოუწევს.
უილიამსი ევროჩელენჯის მესამე ტურის საუკეთესო მოთამაშედ აირჩიეს. ამ ტურში ის FIBA-ევროპას ისტორიაში მეცხრე კალათბურთელი გახდა, ვინც ერთ მატჩში 50 ქულა დააგროვა.
დერონის საშუალო მაჩვენებლები თურქეთის ჩემპიონატში 19.7 ქულას, 6.4 შედეგიან გადაცემასა და 3.2 მოხსნას შეადგენდა, ევროჩელენჯის ჯგუფურ ეტაპზე - 24.6 ქულას, 6.0 პასსა და 2.4 მოხსნას.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"