გუშინდელ ნომერში ვწერდით იმის შესახებ, რომ "კელტები" რონდოს გაცვლის ვარიანტებს განიხილავენ. მათ პირველ რიგში, "ნიუ ორლეან ჰორნეტს" მიმართეს NBA-ის ერთ-ერთი საუკეთესო გამთამაშებლის კრის პოლის ხელში ჩაგდების მიზნით. თუმცა, როგორც ჩანს, "ჰორნეტსი" არ არის დაინტერესებული ორგუნდიან ტრეიდში მონაწილეობით.
ამ მომენტისთვის "სელტიქსის" გენერალური მენეჯერი დენი ეინჯი აქტიურად ეძებს მესამე გუნდს, რომელიც მონაწილეობას მიიღებს მოსალოდნელ გაცვლაში.
სხვათა შორის ცნობილი გახდა, რომ უფრო ადრე "ბოსტონის" ხელმძღვანელობამ
ამასობაში, რონდოს პიროვნებით "ინდიანა პეისერსი" დაინტერესდა. ამ გუნდის ხელმძღვანელებმა უკვე დაიწყეს მოლაპარაკებები "ბოსტონის" ხელმძღვანელობასთან.
ორივე გუნდი განიხილავს ტრეიდის სავარაუდო შემადგენლობას, ამასთან, აცნობიერებენ, რომ გაცვლაში საჭირო იქნება მესამე გუნდის ჩართვა.
* * *
ასევე დიდი მოთხოვნაა "ორლანდოს" ცენტრ დუაიტ ჰოვარდზე. "ლოს ანჯელეს კლიპერსისა" და "ნიუ იორკ ნიქსის" შემდეგ ამ კალათბურთელის მიმართ ინტერესი გამოთქვა "ნიუ ჯერსიმ", რომელიც მზად არის "სუპერმენის" სანაცვლოდ დათმოს ცენტრი ბრუკ ლოპესი და მომავალი დრაფტის პირველ რაუნდში ორი არჩევანის უფლება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"