აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ NBA-ს მოთამაშეების პროფკავშირთან კოლექტიური ხელშეკრულება ოფიციალურად ჯერ არ გაუფორმებია. მიუხედავად ამისა, მატჩების განრიგი მაინც გამოქვეყნდა. როგორც გაირკვა, დოკუმენტები ოფიციალურად ახლო მომავალში გაფორმდება.
შეგახსნებთ, რომ ზეპირი თანხმობა მხარეებს შორის 26 ნოემბერს იქნა მიღწეული.
იმ შემთხვევაში, თუ NBA-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე
პირველი სათამაშო დღის მთავარი მატჩი "დალას მავერიქსსა" და "მაიამი ჰიტს" შორის დაპირისპირება იქნება - ერთმანეთს NBA-ს ბოლო ჩემპიონატის ფინალისტები შეხვდებიან.
გარდა ამისა, 25 დეკემბერს კიდევ 4 შეხვედრა ჩატარდება: "ნიუ-იორკ ნიქსი"-"ბოსტონ სელტიქსი", "ლოს-ანჯელეს ლეიკერსი"-"ჩიკაგო ბულსი", "ოკლაჰომა-სიტი ტანდერი"-"ორლანდო მეჯიქი", "გოლდენ სთეიტი უორიორსი"-"ლოს-ანჯელეს კლიპერსი".