პოლის ამბავი ორ დღეში გაირკვევა

AutoSharing Option
უკვე არაერთხელ აღვნიშნეთ იმის თაობაზე, რომ ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში ახალი სეზონის წინ ყველაზე მოთხოვნადი კალათბურთელები არიან "ნიუ ორლეანის" გამთამაშებელი კრის პოლი და "ორლანდოს" ცენტრი დუაიტ ჰოვარდი.

საინტერესოა, რას ფიქრობენ თავად კალათბურთელები და მათი კლუბები მოსალოდნელ ტრეიდებზე. "ნიუ ორლეანის" ხელმძღვანელობამ გამოაცხადა, რომ პოლის მომავალი კარიერის შესახებ გადაწყვეტილებას პარასკევამდე მიიღებს. ჟურნალისტთა ვერსიით, ამ მცველთან მიმართებაში ყველაზე სარფიანი წინადადებები "გოლდენ სტეიტმა" და "კლიპერსმა" გააკეთეს. თავად კრისი "კლიპერსის" ვარიანტისკენ იხრება.

რაც შეეხება დუაიტ ჰოვარდს, მას ჯერ არ უცნობებია კლუბის ხელმძღვანელობისთვის თავისი უახლოესი გეგმების შესახებ.
ექსპერტთა აზრით, "სუპერმენი" კარიერის გასაგრძელებლად ახალ ადგილს საწვრთნელი ბანაკების გახსნის შემდეგ განსაზღვრავს.

*  *  *
როგორც იცით, NBA-ის ჩემპიონმა "დალას მავერიქსმა" რამდენიმე კალათბურთელს არ გაუგრძელა კონტრაქტი. შესაძლოა, ეს ნაბიჯი "კოვბოების" სამომავალო გეგმებს უკავშირდება. კერძოდ, "დალასის" ხელმძღვანელობას სურს განტვირთოს სახელფასო ბიუჯეტი იმისთვის, რომ გაიფორმოს "ნიუ ჯერსის" გამთამაშებელი დერონ უილიამსი. ამ უკანასკნელმა უკვე განაცხადა, რომ არ აპირებს "ნეტსთან" კონტრაქტის გახანგრძლივებას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული