ტი-მაკი "ატლანტაში" წავიდა

AutoSharing Option
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ვეტერანი ვარსკვლავი ტრეისი მაკგრეიდი "ატლანტა ჰოქსში" გადადის.

მცველმა ზაზა ფაჩულიას კლუბთან ერთწლიანი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა და ვეტერანისთვის განკუთვნილ მინიმალურ ხელფასს მიიღებს. თუმცა მხარეები ჯერ არ ადასტურებენ ამ ინფორმაციას, რადგან ახალი კოლექტიური ხელშეკრულების რატიფიცირებამდე აკრძალულია კონტრაქტების გაფორმება.

სავარაუდოდ, მაკგრეიდი "ატლანტაში" ჯამალ კროუფორდს შეცვლის, რომელიც თავისუფალი აგენტია და ახალ კლუბში აპირებს გადასვლას.

შეგახსენებთ, რომ მაკგრეიდიმ გასული სეზონი "დეტროიტში" გაატარა, რომლის რიგებშიც 72 მატჩი (39 - სასტარტოში) გამართა და საშუალოდ 8.0 ქულა და 3.5 მოხსნა დააგროვა.

* * *
ამერიკული
პრესა ამტკიცებს, რომ ანალოგიური საკონტრაქტო პირობებით გადავა "ლოს ანჯელეს ლეიკერსში" თავისუფალი აგენტი ჯეისონ კაპონო.

"ყველა ვარსკვლავის უქმეებზე" სამქულიანების კონკურსის ყოფილ გამარჯვებულს კარიერაში "კლივლენდის", "შარლოტის", "ტორონტოს", "ფილადელფიასა" და "მაიამის" რიგებში უთამაშია. "ჰიტთან" ერთად მან 2006 წელს ჩემპიონის ტიტული მოიგო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული