იაომ ვარჯიში დაიწყო

AutoSharing Option

"ჰიუსტონ როკეტსის" ცენტრი იაო მინი ახალი სეზონის დაწყებამდე ოპტიმალური ფორმის აკრეფას აპირებს. ჩინელ კალათბურთელს მარცხენა ფეხის მუხლზე გადატანილი რამდენიმე ოპერაციის გამო მოუწია გასული რეგულარულის გამოტოვება. ახლა იაოს "როკეტსის" ექიმმა ტომ კლენტონმა ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე ვარჯიშის ნება დართო.

გუშინ, ჩინელმა Toyota Center-ში საჩვენებელი ვარჯიში ჩაატარა, სადაც მას პარტნიორობას უწევდნენ თანაგუნდელი ჩაკ ჰეიესი და ერთ-ერთი ფარმ-კლუბის მოთამაშე ჯეიმს კრაიპი.

"ჰიუსტონის" გენერალურმა მენეჯერმა დერილ მორიმ რეპორტიორებს განუცხადა, რომ იაო მოასწრებს ახალი სეზონის სტარტამდე გამოჯანმრთელებას, თუმცა საწყის მატჩებში შეზღუდული სათამაშო დრო ექნება - სანამ

ოპტიმალურ კონდიციებს არ აღიდგენს.
"როკეტსი" საწვრთნელ ბანაკს 25 სექტემბერს გახსნის. ოქტომბერში კლუბი მინის სამშობლოში გაემგზავრება, სადაც ორ წინასასეზონო შეხვედრას ჩაატარებს "ნიუ ჯერსი ნეტსთან".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული