ჩენდლერი "ნიუ იორკში" წავიდა

AutoSharing Option
გუშინ, ცნობილი გახდა რამდენიმე ტრანსფერის შესახებ. 33 წლის პლეიმეკერმა ჯამალ ტინსლიმ (2001 წლის დრაფტის 27-ე ნომერი), რომელსაც კარიერის დიდი ნაწილი "ინდიანაში" აქვს გატარებული, "იუტა ჯაზთან" კონტრაქტის დეტალები შეათანხმა.

NBA-ის რეგულარულ ჩემპიონატში ჩატარებულ 436 მატჩში ტინსლიმ საშუალოდ 9.8 ქულა, 6.6 შედეგიანი პასი და 3.3 მოხსნა დააგროვა.

* * *
"მილუოკი ბაქსი" ორწლიან კონტრაქტს გააფორმებს "გოლდენ სტეიტისა" და "ინდიანას" ყოფილ ფორვარდთან მაიკ დანლივისთან. 31 წლის კალათბურთელი ორ სეზონში 7.5 მილიონ დოლარს მიიღებს.

დანლივის NBA-ში 10 სეზონი აქვს გატარებული. მისი საშუალო სტატისტიკური მონაცემები
12.1 ქულასა და 4.7 მოხსნას უდრის.

* * *
"დალასის" მიერ დაწუნებული ცენტრი ტაისონ ჩენდლერი "ნიუ იორკ ნიქსში" სათამაშოდ მიდის. ის გააფორმებს ოთხწლიან კონტრაქტს, რომლის ღირებულება 58 მილიონი დოლარი იქნება.

როგორც ჩანს, ჩენდლერის გაფორმების შემდეგ "ნიქსს" მოუწევს ჩონსი ბილაპსთან და რონი ტურიაფთან გამოთხოვება.

* * *
დაბოლოს, ერთი საინტერესო ამბავი ის არის, რომ "ორლანდო მეჯიქის" ცენტრმა დუაიტ ჰოვარდმა თავის კლუბს უახლოეს დღეებში "ნიუ ჯერსიში" გაცვლა სთხოვა.

სანაცვლოდ "ნეტსი" "ორლანდოს" სთავაზობს ბრუკ ლოპესსა და 2012 წლის დრაფტის პირველ რაუნდში ორი კალათბურთელის არჩევანს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული