როი და ბილაპსი მიდიან

AutoSharing Option
"პორტლენდ თრეილ ბლეიზერსის" მცველი ბრენდონ როი უახლოეს ხანში პროფესიული კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადებს - წერს ამერიკული პრესა. ამის მიზეზად 27 წლის კალათბურთელი ორივე მუხლის ქრონიკულ ტრავმას ასახელებს.

როი 2006 წლის დრაფტზე მეექვსე ნომრად აირჩია "მინესოტამ", რის შემდეგაც ის "პორტლენდში" ტრეიდით გაუშვა. ამ გუნდის რიგებში ბრენდონმა ხუთი სეზონი გაატარა და საშუალოდ 19.0 ქულა, 4.3 მოხსნა და 4.7 შედეგიანი პასი დააგროვა.

შეგახსენებთ, უფრო ადრე "პორტლენდის" ხელმძღვანელობამ გამოაცხადა, რომ ახალახანს გახსნილ საწვრთნელ ბანაკში როის მონაწილეობის იმედი აქვს.

*  *  *
ასევე კარიერის დასრულებას
აპირებს ვეტერანი გამთამაშებელი ჩონსი ბილაპსი. როგორც უკვე ვწერდით, ეს კალათბურთელი მისმა ბოლო კლუბმა - "ნიუ იორკმა" შემადგენლობიდან დაითხოვა და ეტყობა, ჩონსის კალათბურთზე გული აუცრუვდა.

ბილაპსის აგენტმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კლუბის გადაწყვეტილების გაგების შემდეგ ჩონსიმ ისე დატოვა "ნიქსის" ოფისი, რომ არავის გამოლაპარაკებია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული