ჯეფერსონი ცოლმა გალახა

AutoSharing Option
უცნაური ამბავი შეემთხვა "იუტა ჯაზის" ერთ-ერთ ლიდერს ელ ჯეფერსონს. ხშირია შემთხვევები, როცა პოლიცია აპატიმრებს ამა თუ იმ მამაკაც სპორტსმენს ოჯახის წევრების მიმართ გამოჩენილი ძალადობის გამო.

ახლაც ასეთ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, მაგრამ მსხვერპლი კალათბურთელია, მოძალადე კი მისი მეორე ნახევარი!

ეს ქალბატონი პოლიციამ თავისი რჩეულის ცემისთვის დააპატიმრა.

ერთ საღამოს ცოლ-ქმარს შორის კონფლიქტი წარმოიშვა, რომელიც მუშტი-კრივში გადაიზარდა. განსაკუთრებით სუსტი სქესი აქტიურობდა, რომელმაც რამდენჯერმე დაარტყა ჯეფერსონს, თან საქმეში კბილებიც ჩართო.

უსაქმოდ არც კალათბურთელი ყოფილა და ქალსაც ბევრი მოხვდა, მაგრამ პოლიციამ საოლქო ციხეში სწორედ ჯეფერსონის
ცოლი გადაიყვანა.

ეს ყველაფერი კი მათი ორი შვილის თვალწინ ხდებოდა, თუმცა უცნობია, ამ კონფლიქტში ვისი მხარე დაიჭირეს ბავშვებმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული