სკოტი პიპენს ძეგლი აღირსეს

AutoSharing Option
"ჩიკაგო ბულზის" ლეგენდარული ვეტერანი სკოტი პიპენი ამასწინათ ჯონ ნეისმითის სახელობის საკალათბურთო დიდების დარბაზში შეიყვანეს, ხოლო მისმა ყოფილმა კლუბმა სულაც ძეგლის დადგმა დაუპირა. "ხარების" პრესრელიზში ნათქვამია, რომ სკულპტურა 2010/11 წლების სეზონის ბოლოსთვის იქნება მზად, რის შემდეგაც მას "ჩიკაგო ბულზის" საშინაო არენა United Center-ში გამოფენენ.

"სკოტი პიპენი არათუ ერთ-ერთი უდიადესი კალათბურთელია მათ შორის, ვისაც კი "ბულზის" ღირსება ოდესმე დაუცავს, არამედ ლიგის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეცაა. კლუბის ისტორიაში მის მიერ შეტანილი წვლილის შეფასება პრაქტიკულად შეუძლებელია – ამ ადამიანმა "ჩიკაგო ბულზთან" ერთად 6 საჩემპიონო
ტიტული მოიპოვა. პატივისცემისა და მადლობის ნიშნად, მას ძეგლს დავუდგამთ, რომელიც ხალხს მისი ფანტასტიკურ კარიერას კიდევ ერთხელ გაახსენებს", - განაცხადა "ბულზის" მეთაურმა ჯერი რეინსდორფმა.

ეს კი მაიკლ ჯორდანის საუკეთესო პარტნიორის რეაქციაა: "სიტყვებით ჩემი გრძნობების აღწერა შეუძლებელია – ეს ჩემთვის წარმოუდგენელი პატივია. ამაზე სიჭაბუკეში ოცნებობენ და არარეალურია იმაზე ფიქრი, რომ ბავშვური ოცნება შეიძლება ოდესმე მართლაც აგისრულდეს. ძეგლებს, როგორც წესი, სახელგანთქმულ და ისტორიისთვის მნიშვნელოვან პიროვნებებს უდგამენ, ამდენად ვერც წარმოვიდგენდი, რომ მე, ერთი ჩვეულებრივი კალათბურთელი, ასეთ პატივს ვეღირსებოდი".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული