"ჩიკაგომ" რიპი გაიფორმა

AutoSharing Option
შევსებაა აღმოსავლეთი კონფერენციის ერთ-ერთი ფავორიტის - “ჩიკაგო ბულზის” რიგებში. გასული სეზონის საუკეთესო მოთამაშეს დერიკ როუზს საჩემპიონო ტიტულის მოპოვებაში დაეხმარება “დეტროიტ პისტონზის” ყოფილი მოთამაშე, ცნობილი შემტევი მცველი რიჩარდ "რიპ" ჰემილტონი.

მხარეები გარიგების დეტალებს არ ახმაურებენ, მიუხედავად ამისა, ერთ-ერთი წყაროს მეშვეობით ჟურნალისტებმა შეიტყვეს, რომ ჰემილტონმა “ჩიკაგოსთან” სამწლიანი და 15-მილიონიანი ხელშეკრულება გააფორმა.

მცველს NBA-ში დებიუტი 1999 წელს "ვაშინგტონის" რიგებში ჰქონდა, 2002 წლიდან კი “დეტროიტში” თამაშობდა და ამ გუნდის რიგებში ერთხელ ჩემპიონიც გახდა (2003-04). ჰემილტონი სამჯერ თამაშობდა "ყველა ვარსკვლავის მატჩში".

შარშან ჰემილტონმა რეგულარული ჩემპიონატის
55 მატჩში საშუალოდ 14.1 ქულა, 3.5 მოხსნა და 3.2 შედეგიანი პასი დააგროვა. "რიპს" "დეტროიტთან" 2013 წლის ბოლომდე ჰქონდა კონტრაქტი გაფორმებული, მაგრამ "პისტონზის" ხელმძღვანელობამ ხელშეკრულების ნაადრევად გაუქმება გადაწყვიტა, რისთვისაც კალათბურთელს კონტრაქტით გათვალისწინებული 19 მილიონიდან 11 მილიონი გადაუხადა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული