დევისი უმუშევარი და ტრავმირებულია

AutoSharing Option
უმუშევარი დარჩა ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო გამთამაშებელი ბაირონ დევისი. “კლივლენდ კავალიერზის” ხელმძღვანელობამ “გოლდენ სტეიტის” ყოფილი მცველის გაშვება გადაწყვიტა, რითაც შესამჩნევად განტვირთა სახელფასო ბიუჯეტი.

ბაირონ დევისის მაღალ სათამაშო დონეს თუ გავითვალისწინებთ, წესით ის დიდი ხანი უმუშევარი არ უნდა დარჩეს, მაგრამ აქ მეორე პრობლემა წარმოიშვა. დევისს ხერხემალთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნა, რის გამოც ვეტერან კალათბურთელს დაახლოებით 8-10 კვირის გამოტოვება მოუწევს. სავარაუდოდ, ბაირონს ოპერაციას გაუკეთებენ.

სანამ ეს ინფორმაცია გავრცელდებოდა, პრესაში წერდნენ დევისის მიმართ “ნიუ იორკისა” და “ლეიკერსის” დაინტერესების შესახებ, თუმცა ახლა, ამ გუნდებმა, შესაძლოა, აღარ
მოინდომონ ტრავმირებული კალათბურთელის აყვანა.

შარშან დევისმა 58 მატჩის ჩატარება მოასწრო და საშუალოდ 28.4 წუთში 13.1 ქულა და 6.7 შედეგიანი პასი დააგროვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული