კროუფორდი "პორტლენდისაა"

AutoSharing Option
ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში რამდენიმე საინტერესო ტრანსფერი განხორციელდა. ყველაზე მეტი სიახლე "პორტლენდის" ბანაკიდან გავრცელდა. ამ გუნდმა კონტრაქტი გააფორმა 2009-10 წლების სეზონის "საუკეთესო მეექვსე მოთამაშესთან", გამთამაშებელ ჯამალ კროუფორდთან. ხელშეკრულება ორწლიანია და მცველის ჯამური ხელფასი 10 მილიონი დოლარი იქნება.

კროუფორდს NBA-ში 12 სეზონი აქვს გატარებული და მისი საშუალო სტატისტიკა 15.4 ქულასა და 3.9 შედეგიან პასს უდრის. "პორტლენდი" იძულებული გახდა ეს კალათბურთელი აეყვანა იმის გამო, რომ მუხლების ქრონიკული ტრავმის გამო ნაადრევად დაასრულა კარიერა ბრენდონ როიმ.

სხვათა შორის, "პორტლენდის" ხელმძღვანელობამ გუშინ როი გუნდიდან დაითხოვა.

"როის
განცხადებამ კარიერის დასრულების შესახებ გაამყარა ჩვენი აზრი ამ კალათბურთელთან დაკავშირებით - გადავწყვიტეთ გავანთავისუფლოთ ის საკონტრაქტო ვალდებულებებისგან, - ამბობს "ბლეიზერსის" გენერალური მენეჯერი ჩედ ბუჩენენი. - ასეთი დონის კალათბურთელის დაკარგვისას სასიხარულო მხოლოდ ის არის, რომ განიტვირთება სახელფასო ბიუჯეტი და არ მოგვიწევს ჯარიმის გადახდა".

შარშან, როიმ 47 მატჩი ჩაატარა "პორტლენდის" რიგებში და საშუალოდ 19.0 ქულა და 4.7 შედეგიანი პასი დააგროვა.

დაბოლოს, "ბლეიზერსმა" გაიფორმა "ლოს ანჯელეს კლიპერსის" ყოფილი ფორვარდი კრეიგ სმიტი, რომელიც შარშან კალიფორნიული კლუბის რიგებში 5.4 ქულასა და 2.4 მოსნას აგროვებდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული