"მე უკვე დიდი ხანია ვამტკიცებ, რომ კობი გაცვლას მოითხოვს და ახლაც ამ აზრზე ვრჩები. ის გაბრაზებულია კლუბის ხელმძღვანელობაზე. საქმე მხოლოდ იმაში არ არის, რომ "ლეიკერსმა" ვერ შეძლო კრის პოლის გაბირება. უბრალოდ, ჯიმ ბასის ბოლოდროინდელი მოქმედებები არანაირ ლოგიკას არ ექვემდებარება. "დალასთან" სერიის წაგების შემდეგ გუნდი არ გაძლიერებულა, პირიქით - რეგრესისკენ მიდიო
* * *
ამასობაში, "იუტა ჯაზმა" კონტრაქტის დეტალები შეათანხმა "დალასის" ყოფილ კალათბურთელთან ჯოშ ჰოვარდთან, თუმცა ხელშეკრულების დეტალები პრესისთვის უცნობი დარჩა.
გასულ სეზონში ჰოვარდი "ვაშინგტონში" თამაშობდა და საშუალოდ 13.4 ქულასა და 6.5 მოხსნას აგროვებდა, თუმცა მუხლის ტრავმის გამო ძალიან ბევრი გაუცდა.
* * *
"ნიუ ჯერსის" ხელმძღვანელობამ შემადგენლობიდან დაითხოვა ფორვარდი თრევის აუთლო. შეგახსენებთ, რომ "ნეტსმა" ამ კალათბურთელთან 2010 წელს ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის ღირებულება 35 მილიონი დოლარი იყო. აუთლო შარშან გუნდს 9.2 ქულითა და 4.0 მოხსნით დაეხმარა.
აუთლოს გაშვების შემდეგ "ნიუ ჯერსიმ" კონტრაქტი გააფორმა ფორვარდ აიმე უდოკასთან. ამ 34 წლის კალათბურთელმა შარშან 20 მატჩი ჩაატარა "სან ანტონიოს" შემადგენლობაში და მეტად მოკრძალებული სტატისტიკა დააფიქსირა - 0.7 ქულა და 1.0 მოხსნა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"