"რისი იმედი აქვთ "ლეიკერსის" ბოსებს? წარმოდგენა არ მაქვს. სიმართლე გითხრათ, არ მესმის რისი მიღწევა სურთ მათ. შემიძლია გითხრათ, რომ ამ მომენტისთვის "კლიპერსი" გაცილებით უკეთ გამოიყურება, ვიდრე "ლეიკერსი".
რთული გასაგებია რა მიზნით ხელმძღვანელობდა კლუბის ხელმძღვანელობა ლამარ ოდომის გაცვლისას, რომელმაც შარშან კარიერაში საუკეთესო სეზონი ჩაატარა. თანაც ის გაუშვეს "დალასში", რომელმაც პლეი ოფიდან გამოგვაგდო", - ამბობს ბრაიანტი ამერიკული პრესისთვის მიცემულ კომენტარში.
* * *
ამასობაში, კობი ბრაიანტის მეუღლემ ვანესამ
მას ქორწინების გაუქმება ჯერ კიდევ 2003 წელს სურდა, როცა 19 წლის სტუდენტის გაუპატიურების სკანდალი აგორდა. ბრაიანტი არ მალავდა, რომ მართლაც ჰქონდა გოგონასთან სექსი, მაგრამ მისი მხრიდან არანაირი ძალადობა არ ყოფილა და კავშირი ორმხრივი შეთანხმებით დამყარდა. საბოლოოდ, ეს ისტორია კალათბურთელისთვის უმტკივნეულოდ დასრულდა. ვანესამ აპატია კობის მას შემდეგ, რაც ბრაიანტმა მას 4 მილიონ დოლარად შეფასებული ბეჭედი აჩუქა.
ახლა, როგორც ჩანს, ბრაიანტი ასე იოლად ვერ გამოვა სიტუაციიდან. როგორც ამერიკული პრესა წერს, ვანესამ ისევ გამოიჭირა მეუღლე ღალატში. "მრავალწლიანი თანაცხოვრების განმავლობაში ვანესა არაერთხელ დადგა მეუღლის მხრიდან ღალატის ფაქტის წინაშე, მაგრამ ამჯერად მისი მოთმინება ამოიწურა", - წერს წყარო.
კობის არ სურს შეურიგდეს ოჯახის დანგრევას. ის ყველაფერი აკეთებს იმისთვის, რომ გადაარჩინოს 10-წლიანი ქორწინება. მით უმეტეს, რომ განქორწინების გამო ის იშვიათად შეხვდება შვილებს, რადგან ვანესა უარს ამბობს მათ ერთობლივ მზრუნველობაზე. გარდა ამისა, ქალს ეკუთვნის კალათბურთელის ქონების ნახევარი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"