იყიდა და დაკარგა

AutoSharing Option
უსიამოვნო ამბავი შეიტყვეს "ბოსტონ სელტიქსის" გულშემატკვირებმა. ამ გუნდის ფორვარდი ჯეფ გრინი მთლიანად გამოტოვებს 2011-12 წლების სეზონს. კლუბის ხელმძღვანელობამ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ კალათბურთელმა გულზე ოპერაცია უნდა გადაიტანოს.

25 წლის გრინმა გასულ კვირას 9 მილიონ დოლარად შეფასებული კონტრაქტი გააფორმა "ბოსტონთან", რასაც ტრადიციული და ფორმალური სამედიცინო შემოწმება მოყვა. სწორედ ამ დროს აღმოაჩინეს ექიმებმა გულთან დაკავშირებული პრობლემები - კერძოდ, ჯეფს აორტას ანევრიზმა აქვს. მედიკოსთა პროგნოზებით, გრინი 2012-13 წლებში შეძლებს კარიერის განახლებას.

გრინი "ბოსტონში" "ოკლაჰომადან" გადავიდა. შარშან, ფორვარდმა ამ გუნდში 75 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ
13.3 ქულა და 4.8 მოხსნა დააგროვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული