სტოიაკოვიჩმა წასვლა არჩია

AutoSharing Option
ცნობილმა სერბმა კალათბურთელმა პრედრაგ სტოიაკოვიჩმა კარიერის დასრულების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

"საგანგაშო სიგნალია, როცა შენს ორგანიზმთან იწყებ ბრძოლას იმის ნაცვლად, რომ მატჩისთვის მოემზადო", - განაცხადა სტოიაკოვიჩმა გაზეთ USA Today-სთან კომენტარში. როგორც ვებგვერდი FOX Sports წერს, კარიერის დასრულების მიზეზი შეიძლებოდა გამხდარიყო ზურგისა და კისრის ტრავმები.

სტოიაკოვიჩს ევროპაში სერბეთის "ცრვენა ზვეზდასა" და საბერძნეთის პაოკ-ში უთამაშია. 1998 წელს ის ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში გადავიდა და "საკრამენტო კინგზში" ჩაირიცხა, სადაც 2006 წლამდე თამაშობ
და. ბოლო ხუთ წელიწადში მან ოთხ კლუბში მოასწრო გამოსვლა - "ინდიანაში", "ნიუ ორლეანში", "ტორონტოსა" და "დალასში".

34 წლის სერბი კარიერაში საშუალოდ 17.0 ქულასა და 4.7 შედეგიან გადაცემას აგროვებდა. ის 40 პროცენტის სიზუსტით ისროდა სამქულიანებს და ლიგის ისტორიაში მეოთხე მოთამაშეა ზუსტი სამქულიანების რაოდენობით (1760). მას სამჯერ აქვს ნათამაშები "ყველა ვარსკვლავის მატჩში", შარშან კი "დალასის" შეადგენლობაში NBA-ის ჩემპიონი გახდა.

იუგოსლავიის ნაკრებში სტოიაკოვიჩი ორჯერ გახდა ევროპის ჩემპიონატის პრიზიორი - 1999 წელს ბრინჯაო მოიპოვა, 2001 წელს - ოქრო. გარდა ამისა, პეჟამ 1992 წელს მსოფლიოს ჩემპიონატის ოქროს მედალი მოიგო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული