ჩხუბი "ჯორდანებისთვის"

AutoSharing Option
ამერიკის ქალაქ სიეტლში რეტრო სპორტული ფეხსაცმელებით ვაჭრობამ დიდი არეულობა და პოლიციასთან შეტაკებები გამოიწვია.

სპორტული ფეხსაცმელი - Nike Air Jordan, თავის დროზე, სპეციალურად ყველა დროის საუკეთესო კალათბურთელისთვის მაიკლ ჯორდანისთვის შეიქმნა. სწორედ ამ ფეხსაცმელების გაყიდვისას ატყდა მასიური ჩხუბი, რომელიც პოლიციამ სპეციალური საშუალებებით დაშალა.

აქცია სიეტლის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში გაიმართა, სადაც შაბათს დილით გასაყიდად გამოიტანეს სპორტული ფეხსაცმელები. რამდენიმე ათასი მყიდველი თავიდანვე ჩადგა რიგში, რომელიც ჰიპერმარკეტიდან რამდენიმე კილომეტრზე გაიჭიმა. რიგში რამდენიმე საათი დგომის შემდეგ მყიდველთა ნაწილი წყობიდან გამოვიდა და მაღაზიაში ძალით შეჭრა სცადა.

შედეგად,
ატყდა ჩხუბი. ერთ მხარეს იდგნენ ისინი, ვინც უკვე შეიძინა სპორტული ფეხსაცმელი, აგრეთვე მაღაზიის პერსონალი და მეორე მხარეს - ისინი, ვისაც არ შეხვდა ნანატრი Nike Air Jordan. ჩხუბის აღაკვეთად და წესრიგის დასამყარებლად პოლიციას ცრემლსადენი გაზისა და რეზინი ხელკეტების გამოყენება მოუწია.

აშშ-ის ინტერნეტ-მაღაზიებში Air Jordan-ის სპორტული ფეხსაცმელები 400 დოლარად იყიდება. მისი ოფიციალური ფასი 180 დოლარია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული