NBA - სამყაროს რაღაც აკლდა

AutoSharing Option
სულ ორიოდე საათი გვეყო იმის გასააზრებლად, რას ვკარგავდით კალათბურთელებისა და კლუბების მფლობელთა სიჯიუტის გამო. საბედნიეროდ, ნბა-ს რიგით 66-ე სეზონი გადარჩა და უჩვეულო დროს, შობა დღეს დიდებულადაც დაიწყო.

საქვეყნოდ ცნობილ "მედისონ სკვერ გარდენში" "ნიუ იორკ ნიკსმა" და "ბოსტონ სელტიკსმა" მართლაც რომ შოუ აჩუქეს 20 ათასამდე გულშემატკივარს. ყველაფერი ბოლო წამებზე გადაწყდა, გადაწყდა მასპინძელთა სასარგებლოდ და ეს კარმელო ენტონიმ გააკეთა, რომლის ანგარიშზეც 37 ქულა და 8 მოხსნაა.

გახსნის მატჩში იყო ყველაფერი, რაც ამართლებს ნბა-ს ძველ
და ახალ სარეკლამო სლოგანებს: I love this game და Where amazing happens. დიდებულ დასაწყისს გაგრძელებაც საკადრისი მოჰყვა - შარშანდელი ფინალის რე-მატჩი - ჩემპიონმა "დალასმა" ფინალისტ "მაიამის" უმასპინძლა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული