"კლიპერსი" შეუთამაშებელია

AutoSharing Option
განახლებული "კლიპერსის" თამაში უდიდეს ინტერესს იწვევდა. კრის პოლით, ჩონსი ბილაპსითა და კერონ ბატლერით გაძლიერებული გუნდი ოკლენდში "გოლდენ სტეიტს" სტუმრობდა, რომელმაც ახალი სეზონი ახალი მწვრთნელით - მარკ ჯექსონით დაიწყო.

პირველ სამ მეოთხედში სტუმრების თამაში მაინც და მაინც შთამბეჭდავი არ ყოფილა. გუნდური მოქმედება ჯერ აწყობილი არ არის და "კლიპერსი" თავისი ლიდერების ინდივიდუალურ ოსტატობაზეა დამოკიდებული. აგრეთვე დაცვაში კარგ თამაშზე, რომელიც წინა წლებთან შედარებით ძალიან გამოსწორდა. მარტო ჯორდანმა ამ შეხვედრაში რვა (!) დაფარება მიითვალა.

"გოლდენ სტეიტი" თითქმის ბოლომდე ინარჩუნებდა თანაბარ ანგარიშს. ყოველ შემთხვევაში, ასე
იყო საფინალო სირენამდე შვიდი წუთით ადრე, შემდეგ კი "კლიპერსმა" 21:5 გაქცევა მოაწყო და სეზონში პირველი გამარჯვება იზეიმა.

გ. სტეიტი-კლიპერსი 86:105
20:24, 23:17, 25:34, 18:30
გ-ს: ლი (21+12 მოხსნა), ელისი (15+8 პასი), რაში (12), ბიედრინში (10+8 მოხსნა+3 დაფარება), რაიტი (8+9 მოხსნა), ტომპსონი (7), ი. სმიტი (7), კარი (4+4 პასი), უდო (1), ბრაუნი (1).
კ: გრიფინი (22+7 მოხსნა), ბილაპსი (21+5 მოხსნა+4 პასი), პოლი (20+9 პასი), კ. ბატლერი (11+10 მოხსნა+4 პასი+3 ჩაჭრა), უილიამსი (8), კუკი (8+6 მოხსნა), ჯორდანი (6+5 მოხსნა+8 დაფარება), გომესი (6), ფოიე (3).

* * *
ამ მატჩში ინტრიგა არ ყოფილა. სტუმრები მხოლოდ სასტარტო ხუთ წუთში გამოიყურებოდნენ ღირსეულად, როცა ცხრა ტყორცნიდან რვა მოათავსა კალათში. მაგრამ უკვე პირველი მეოთხედის ბოლოსკენ მასპინძლებმა მყარად ჩაიგდეს ხელთ ინიციატივა. მეორე მეოთხედში კი "ოკლაჰომამ" 21:7 გაქცევა მოაწყო და შანსი აღარ დაუტოვა "ორლანდოს".

ოკლაჰომა-ორლანდო 97:89
27:22, 28:19, 26:22, 16:26
ოკლ: დურანტი (30+5 მოხსნა+6 პასი), ჰარდენი (19+6 მოხსნა), უესტბრუკი (14+7 მოხსნა+6 პასი+3 ჩაჭრა), სეფოლოშა (8), მეინორი (8), პერკინსი (6), კუკი (6), კოლისონი (4), მოჰამედი (2+7 მოხსნა), იბაკა (0+6 მოხსნა).
ორლ: ანდერსონი (25+10 მოხსნა), ნელსონი (18+6 პასი), ჰოვარდი (11+15 მოხსნა), უეიფერი (9), თურქოგლუ (8+4 პასი), რედიკი (8), გ. დევისი (6+5 მოხსნა), ჯ. რიჩარდსონი (2), კლარკი (2).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული