"მავერიქსს" ზეიმი "მაიამი ჰიტმა" ჩაუშხამა

AutoSharing Option
რიგით მეორე მატჩი დღის მთავარი ჰიტი იყო. "დალასი" შარშანდელ ჩემპიონობას ზეიმობდა და შესაბამისი ბანერიც აღმართა საშინაო არენის თაღზე. მაგრამ "მავერიქსს" ზეიმი ჩაუშხამა ფინალში მისმა შარშანდელმა მეტოქემ "მაიამი ჰიტმა".

პირველ მეოთხედში "დალასი" საშინლად გამოიყურებოდა. ნოვიცკი სასროლ პოზიციასაც ვერ გადიოდა, ახალწვეული ლამარ ოდომი კი ზედმეტად ჩქარობდა.

ამასობაში კი "მაიამიში" ყველა ლიდერს მისდიოდა თამაში და მათ რეზერვისტებიც შესანიშნავად ეხმარებოდნენ. მაგალითად, 39 წლის ჯუვან ჰოვარდი და ახალგაზრდა გამთამაშებელი ნორის კოული.

მეორე მეოთხედის სტ
არტზე ტექსასელებმა გაათანაბრეს თამაში და უფრო მეტიც, პირველი სამი წუთის განმავლობაში ბურთი არ ჩააგდებინეს "ჰიტს", თუმცა თავადაც ცოტა - ოთხი ქულა მოიპოვეს. ჯეისონ ტერიმ თავისი აქტიურობით გამოაცოცხლა პარტნიორები და სხვაობა 10
ქულამდე შემცირდა.

მაგრამ მასპინძლების სიხარული ნაადრევი აღმოჩნდა. გადამწყვეტი უპირატესობა "მაიამის" ჯეიმს ჯონსმა მოუტანა, რომელსაც ორჯერ თავისუფლად ასროლინეს სამქულიანი და ორივე ტყორცნა ზუსტი აღმოჩნდა - 42:26.

"დალასს" შესვენებამ ვერ უშველა და მისი მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ერთ მომენტში სხვაობამ 36 (!) ქულა შეადგინა - 42:78. მატჩის დარჩენილი დრო ფორმალობად იქცა. ოდომი მსაჯებთან კამათისთვის მოედნიდან გააძევეს, მასპინძლებმა კი "ღირსეულ" 11 ქულამდე შეამცირეს სხვაობა, მაგრამ საბოლოო ანგარიშმა არ უნდა მოგვატყუოს - ჩემპიონს ეს თამაში დიდი ხანია წაგებული ჰქონდა.

დალასი-მაიამი 94:105
17:32, 24:30, 24:35, 29:8
დ: ტერი (23), ნოვიცკი (21+5 მოხსნა), მერიონი (12+6 მოხსნა), უესტი (10), კიდი (9), კარტერი (5), ოდომი (4), კარდინალი (4), ჯ. ჯონსი (4), მაინმი (2).
მ: ჯეიმსი (37+10 მოხსნა+6 პასი), უეიდი (26+8 მოხსნა+6 პასი), ჰასლემი (9+14 მოხსნა), ჯ. ჯონსი (9), კოული (7), ჯ. ენტონი (6), ბოში (4+7 მოხსნა), ჰოვარდი (4), ჩალმერსი (3).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული