NBA: ჩემპიონის მეორე სირცხვილი

AutoSharing Option
რეგულარული ჩემპიონატის სტარტზე ზედიზედ ორი მატჩის ჩატარება მოუწია დასავლეთის ერთ-ერთ ფავორიტს "ოკლაჰომა-სიტის". პირველ დღეს მან დამაჯერებლად მოუგო "ორლანდოს", ამჯერად კი სტუმრად ეწვია "მინესოტას" და დაძაბულ ბრძოლაში 104:100 გაიმარჯვა.

ეს მატჩი იმით იყო გამორჩეული, რომ NBA-ში დებიუტი ჰქონდა "მინესოტას" ესპანელ ვარსკვლავს რიკი რუბიოს. ის სათადარიგოთა სკამიდან შევიდა მოედანზე, ჯამში 26 წუთი ითამაშა და ამ დროის განმავლობაში 6 ქულა, 5 მოხსნა და 6 შედეგიანი პასი დააგროვა.

"ოკლაჰომას" რიგებში კი, როგორც ყოველთვის, ორი კალათბურთელი იყო გამორჩეული. კევინ დურანტი 33 ქულით მატჩის ყველაზე შედეგიანი
მოთამაშე გახდა, რასელ უესტბრუკმა კი 28 ქულას 6 მოხსნა და ამდენიმე შედეგიანი პასი დაუმატა.

პირველი მეოთხედი "მინესოტამ" ერთი ქულით მოიგო, მაგრამ მეორეში გაუჭირდა და მეტოქეს დიდი შესვენებისთვის ექვსი ქულით დაწინაურების საშუალება მისცა. მიუხედავად ამისა, ბოლო წამამადე რთული იყო გამარჯვებულის გამოცნობა, რადგან მეოთხე მეოთხედი ქულა ქულაში თამაში მიდიოდა.

რუბიომ საფინალო სირენამდე სამი წუთით ადრე 96:95 დააწინაურა თავისი გუნდი და როგორც შემდეგ გაირკვა, ეს იყო "მგლების" ბოლო წარმატება მატჩში. დურანტისა და უესტბრუკის მონდომებით, "ოკლაჰომამ" ბოლომდე შეინარჩუნა მცირე უპირატესობა და სეზონი ზედიზედ ორი მოგებით დაიწყო.

აღსანიშნავია, რომ "ოკლაჰომამ" ზედიზედ მეათედ დაამარცხა "მინესოტა".

ფავორიტების კრახი
გუშინ ცუდი დღე ჰქონდათ ფავორიტებს. "ჩიკაგომ" რეგულარული სტუმრად "ლეიკერსის" ძლევით დაიწყო და "ხარებისგან" ამჯერადაც გამარჯვებას ელოდნენ, მით უმეტეს, "გოლდენ სტეიტი" კლასით ნამდვილად არ შეესაბამება "ჩიკაგოს" დონეს. თუმცა "მეომრებმა" არაფრად ჩააგდეს წინასამატჩო პროგნოზები. უკვე პირველ მეოთხედში მათ რვა შეცდომა დააშვებინეს სტუმრებს და შემდეგაც შესანიშნავად მოქმედებდნენ დაცვაში.

თავიდანვე დაწინაურების შემდეგ, "უორიორზი" მხოლოდ ზრდიდა უპირატესობას. "ბულზი" ბოლოსკენ გამოფხიზლდა და 19-ქულიანი ჩამორჩენა 5 ქულამდე დაიყვანა. ეს იყო მაქსიმუმი, რისი გაკეთებაც სტუმრებმა მოახერხეს. საფინალო სირენის შემდეგ მაყურებელმა ოვაციებით მიულოცა მარკ ჯექსონს NBA-ის მწვრთნელის რანგში კარიერაში პირველი გამარჯვება.

"გოლდენ სტეიტის" რიგებში ბრწყინვალედ ითამაშა სასტარტოს ორივე მცველმა - მონტა ელისმა და სტივენ კარიმ. შთამბეჭდავი იყო ამ უკანასკნელის სტატისტიკა - 21 ქულა, 10 პასი, 7 მოხსნა და 6 ჩაჭრა. მაგრამ კარის მთავარი მიღწევა ის გახლდათ, რომ მან მთლიანად გამოთიშა თამაშს შარშანდელი სეზონის MVP დერიკ როუზი, რომელმაც 17-დან მხოლოდ ოთხი ტყორცნა მოათავსა კალათში (რვიდან ერთი სამქულიანი).

* * *
ზედიზედ მეორედ საკუთარ მოედანზე შეირცხვინა თავი მოქმედმა ჩემპიონმა "დალასმა". "მავერიქსმა" ორივეჯერ ძლიერ მეტოქესთან წააგო, რაც შეიძლება ნებისმიერს დაემართოს, უბრალოდ ამ გუნდის გულშემატკივრებისთვის საწყენია ის, თუ როგორ აგებენ "კოვბოები" შეხვედრებს. "მაიამისთან" პირველი დღის მატჩში, როცა მოედანზე ლებრონ ჯეიმსი და დუეინ უეიდი იყვნენ, სხვაობა 40 ქულას აღწევდა. ახლა კი "დენვერთან" დაპირისპირებაში ბოლო მეოთხედის წინ "დალასის" ჩამორჩენა 30 ქულას აღწევდა.

ამ მატჩში ერთი საინტერესო მომენტი იყო. როცა "დალასმა" ზედიზედ 14 (!) ტყორცნა ააცილა და 20 ქულით ჩამორჩა მეტოქეს, მასპინძლების ფორვარდმა შოუნ უილიამსმა გააკეთა ის, რასაც, სავარაუდოდ, ტრიბუნაზე მყოფი ბევრი გულშემატკივარი ისურვებდა: ფორვარდს გული აერია. არა გასახდელში, არამედ, პირდაპირ მოედანზე! ამ მომენტმა კარგად დაახასიათა ჩემპიონების მზადყოფნა ახალი სეზონისთვის. სხვათა შორის "დალასმა" 2006 წლის შემდეგ პირველად წააგო სეზონის სასტარტო ორი მატჩი.

* * *
ზედიზედ მეორე თამაში დათმო "ლეიკერსმა". პირველ მატჩში "ჩიკაგოსთან" კალიფორნიელები ახლოს იყვნენ გამარჯვებასთან, უბრალოდ დერიკ როუზმა ჩააგდო ურთულესი გამარჯვების ტყორცნა. ყველას ეგონა, რომ "ლეიკერსი" ჯავრს "საკრამენტოზე" იყრიდა, მაგრამ პირიქით მოხდა. კობიმ და კომპანიამ გაცილებით ცუდად ითამაშა და დამსახურებულად წააგო.

ბრაიანტს კარგად გაუმკლავდა მარკუს ტორნტონი, რომელმაც დიად კოლეგას შედეგიანობისა და რაციონალური თამაშის მაგალითი უჩვენა: თამაშიდან 13 ტყორცნა და 9 ზუსტი, შვიდიდან ოთხი სამქულიანი და ხუთივე ზუსტი საჯარიმო.

არშემდგარი სამმაგი დუბლები
ამ სათამაშო დღეს ძალიან ბევრი "თითქმის სამმაგი-დუბლი" დაფიქსირდა. ტორონტოელ ხოსე კალდერონს ოთხი მოხსნა დააკლდა (15 ქულა, 11 პასი და 6 მოხსნა), დერონ უილიამსს "ნიუ ჯერსიდან" ორი მოხსნა და ერთი პასი (23 ქულა, 9 პასი და 8 მოხსნა), კაილ ლოურის "ჰიუსტონიდან" სამი მოხსნა (20 ქულა, 12 პასი და 7 მოხსნა), ბორის დიაოს "შარლოტიდან" სულ მცირედი (11 მოხსნა, 9 ქულა და 9 პასი), სტივენ კარის "გოლდენ სტეიტიდან" საერთოდ კვადრუპ-დაბლის შესრულება შეეძლო (21 ქულა, 10 პასი, 7 მოხსნა და 6 ჩაჭრა).

ყველაზე ახლოს კი სამმაგ-დუბლთან "ფილადელფიას" ცენტრი სპენსერ ჰოსი იყო - მას 10 ქულა, 14 მოხსნა და9 შედეგიანი პასი ჰქონდა. საბოლოოდ, ამ საღამოს არც ერთი სრულფასოვანი სამმაგი-დუბლი არ გვინახავს...

კლივლენდი-ტორონტო 96:104
23:23, 19:29, 28:26, 26:26
კ: სეშენსი (18+6 პასი), ჯეიმისონი (15+7 მოხსნა), ტომპსონი (14+5 მოხსნა), ვარეჟაო (14+10 მოხსნა), გი (13+3 ჩაჭრა).
ტ: კალდერონი (15+6 მოხსნა+11 პასი), დეროზანი (15), ბარბოზა (14), დევისი (14+7 მოხსნა), ჯონსონი (13+13 მოხსნა+3 დაფარება), ბარნიანი (13+6 მოხსნა), ბეილესი (10).

შარლოტი-მილუოკი 96:95
19:27, 22:25, 30:14, 25:29
შ: ოგუსტინი (19+8 პასი), ჰენდერსონი (18+9 მოხსნა), უოკერი (13+7 მოხსნა), მაგეტი (13+7 მოხსნა), მულენსი (10), დიაო (9+11 მოხსნა+9 პასი), უაიტი (8+5 მოხსნა).
მ: ჯენინგსი (22), ბოგუტი (17+9 მოხსნა), ლივინგსტონი (14+6 პასი), უდირიხი (13), დანლივი (13).

ინდიანა-დეტროიტი 91:79
26:17, 26:21, 24:20, 15:21
ი: ჰიბერტი (16+14 მოხსნა+3 დაფარება), გრეინჯერი (16), ჰენსბრო (15+13 მოხსნა), ჯორჯი (12+7 მოხსნა), უესტი (11+12 მოხსნა), კოლისონი (8+5 პასი).
დ: სტაკი (17+6 პასი), ჟერებკო (17+6 მოხსნა), ნაითი (9), მონრო (8+7 მოხსნა).

სან ანტონიო-მემფისი 95:82
14:22, 29:22, 29:14, 23:24
ს-ა: ჯინობილი (24+5 მოხსნა+3 ჩაჭრა), პარკერი (15+7 პასი+4 ჩაჭრა), ჯეფერსონი (14), დანკანი (10+6 მოხსნა).
მ: გეი (10+10 მოხსნა), მ. გასოლი (13+6 მოხსნა), კონლი (11+7 პასი), რენდოლფი (10+6 მოხსნა).

ფინიქსი-ნიუ ორლეანი 84:85
20:23, 21:24, 24:15, 19:23
ფ: ლოპესი (21+7 მოხსნა), ნეში (14+12 პასი), გორტატი (13+5 მოხსნა), დადლი (9+8 მოხსნა).
ნ-ო: გორდონი (20), ლენდრი (14+7 მოხსნა), არიზა (13+7 მოხსნა), ვასკესი (10), კამანი (10+5 მოხსნა), ბელინელი (10+5 მოხსნა).

საკრამენტო-ლეიკერსი 100:91
21:20, 28:20, 29:24, 22:27
ს: ტორნტონი (27+5 მოხსნა), ევანსი (20), სალმონსი (13), კაზინსი (12+11 მოხსნა).
ლ: ბრაიანტი (29+5 მოხსნა+6 პასი), უორლდ პისი (19), პ. გასოლი (15+9 მოხსნა), მერფი (8+8 მოხსნა).

ვაშინგტონი-ნიუ ჯერსი 84:90
26:13, 19:24, 22:29, 17:24
ვ: იანგი (16), კროუფორდი (15), უოლი (13+8 მოხსნა+6 პასი), მაკგი (11+6 მოხსნა), ბლეტჩი (11+8 მოხსნა).
ნ-ჯ: უილიამსი (23+8 მოხსნა+8 პასი), ჰემფრიზი (21+16 მოხსნა), მოროუ (16), პეტრო (11+5 მოხსნა), ჯეიმსი (6+14 მოხსნა).

ორლანდო-ჰიუსტონი 104:95
27:23, 26:27, 24:23, 27:22
ო: თურქოგლუ (23+6 მოხსნა), ჰოვარდი (21+7 მოხსნა+3 დაფარება), რედიკი (20), დევისი (13), რიჩარდსონი (10).
ჰ: ლოური (20+7 მოხსნა+12 პასი), სკოლა (19+7 მოხსნა), ლი (15), უილიამსი (13+6 მოხსნა).

მინესოტა-ოკლაჰომა 100:104
24:23, 22:29, 26:26, 28:26
მ: ბიზლი (24+5 მოხსნა), ლავი (22+12 მოხსნა+5 პასი), ბარეა (14), უილიამსი (13+6 მოხსნა), მილიჩიჩი (12).
ო: დურანტი (33+5 მოხსნა), უესტბრუკი (28+6 მოხსნა+6 პასი+3 ჩაჭრა), ჰარდენი (16+6 მოხსნა).

დალასი-დენვერი 93:115
23:32, 19:37, 26:28, 25:18
დალ: ნოვიცკი (20), კიდი (12), უილიამსი (12), კარტერი (11), ბობუა (10).
დენ: ლოუსონი (27+3 ჩაჭრა), მილერი (18+5 მოხსნა+5 პასი), ჰარინგტონი (18+5 მოხსნა), გალინარი (15+7 მოხსნა), აფლალო (11), ნენე (8+7 მოხსნა).

პორტლენდი-ფილადელფია 107:103
26:15, 22:29, 29:28, 30:31
პ: ოლდრიჯი (25+7 მოხსნა+3 ჩაჭრა+3 დაფარება), უოლასი (21+9 მოხსნა), მეტიუზი (16+6 მოხსნა), ფელტონი (12+6 მოხსნა+8 პასი), კროუფორდი (12+4 ჩაჭრა), ბატუმი (10+5 მოხსნა), კემბი (6+13 მოხსნა+5 პასი).
ფ: უილიამსი (25), იგუოდალა (22+8 მოხსნა+4 დაფარება), ჰოლიდეი (13), ბრენდი (10+8 მოხსნა), ჰოსი (10+14 მოხსნა+9 პასი), იანგი (10+8 მოხსნა), ტერნერი (10).

გ. სტეიტი-ჩიკაგო 99:91
30:22, 27:19, 21:20, 21:30
გ-ს: ელისი (26+7 პასი), ლი (22+7 მოხსნა), კარი (21+7 მოხსნა+10 პასი+6 ჩაჭრა), რაიტი (13).
ჩ: დენგი (22+10 მოხსნა), როუზი (13+5 მოხსნა+8 პასი), უოტსონი (13), კორვერი (11), ჰემილტონი (10), ნოა (7+10 მოხსნა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული