ჯორდანის მეორე ცოლი

AutoSharing Option
ლეგენდარულმა ამერიკელმა კალათბურთელმა მაიკლ ჯორდანმა მეორედ გადაწყვიტა დაქორწინება. "ჩიკაგო ბულზის" ყოფილმა მოთამაშემ და "შარლოტ ბობკეტსის" მფლობელმა თავის მეგობარ გოგონასთან - ივეტ პრიეტოსთან ნიშნობის შესახებ გამოაცხადა - იტყობინება NBC Sports.

ჯორდანისთვის ეს მეორე ქორწინებაა. მაიკლის პირველი მეუღლე იყო ხუანიტა ჯორდანი, რომელთანაც კალათბურთელმა 17 წელი იცხოვრა. ისინი ერმანეთს 2006 წელს გაეყარნენ. მაიკლსა და ხუანიტას სამი შვილი ჰყავს: ორი ვაჟი და ერთი ქალიშვილი. უნდა აღინიშნოს, რომ განქორწინების შემდეგ ხუანიტამ 168 მილიონი დოლარი მიიღო, რაც მაშინ ასეთი შემთხვევებისთვის სარეკორდო მაჩვენებელი იყო.

* * *
"ბოსტონ სელტიქსის" ერთ-ერთი ვარსკვლავი კევინ გარნეტი იტალიური საფეხბურთო კლუბის "რომას" თანამფლობელი გახდა. გარნეტმა მიიღო რომაული გუნდის ერთ-ერთი აქციონერის - ჯეიმს პალოტას წილის შეძენის წინადადება. სხვათა შორის პალოტა "სელტიქსის" აქციონერია.

შეგახსენებთ, რომ ადრე "მაიამი ჰიტის" ლიდერმა ლებრონ ჯეიმსმა ინგლისური "ლივერპულის" აქციათა მცირე პაკეტი შეიძინა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული