ტექსასელები დომინირებდნენ სამწამიან ზონაში, სადაც პირწმინდად დაჩაგრეს მეტოქე - 56 ქულა 42-ის წინააღმდეგ. დურანტი მაქსიმალურად ცდილობდა მარტო ჩაედინა მორიგი სასწაული, მაგრამ მასპინძლებმა ყველა მისი მცდელობა დაბლოკეს, უფრო სწორედ, შეძლეს პარტნიორების ნეიტრალიზაცია, რომელთა იმედიც ჰქონდა "ოკლაჰომას" ლიდერს.
თანდათან შედიან ფორმაში
თუ მალე შეეწყობა გუნდს ლამარ ოდომი და "მავერიქსის" დაცვა ასეთივე დონეზე დარჩება, სავსებით მოსალოდნელია უახლოეს პერიოდში ჩემპიონის დაბრუნება, თუ, რა თქმა უნდა, მჭიდრო გრაფიკი ხელს არ შეუშლის გამოცდილ, მაგრამ ვეტერან "კოვბოებს".
ისევ ვერ ბრწყინავს "ნიუ იორკი". ტრავმირებული ამარე სტაუდმაიერის გარეშე ზედიზედ მეორე შეხვედრაში "ნიქსის" შეტევა კარმელო ენტონისა და ტონი დუგლასზე იყო დამოკიდებული. ნიუიორკელებმა კვლავ ვერ შეძლეს სტაბილური კალათბურთის ჩვენება. "ტორონტოსთან" თანაბარი პირველი მეოთხედის შემდეგ "ნიქსმა" მთლიანად ჩააგდო მეორე 12-წუთეული. მასპინძლებმა მეორე მეოთხედში თამაშიდან 19-ჯერ ისროლეს და მხოლოდ სამი ჩააგდეს, შესაბამისად, დიდ შესვენებაზე 19-ქულიანი ჩამორჩენით გავიდნენ.
შესვენების შემდეგ "ნიუ იორკი" გამოფხიზლდა და შეძლო სამარცხვინო ჩამორჩენის გაბათილება, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში უფრო მტკიცე ნერვები კანადელებს აღმოაჩნდათ. ტაისონ ჩენდლერის დანკით სხვაობა ერთ ქულამდე შემცირდა, მაგრამ ამის შემდეგ ანდრეა ბარნიანიმ და ენტონი მეისონმა თავიანთი საჯარიმოები გამოიყენეს, ენტონიმ და დუგლასმა კი ვერ შეძლეს გადამრჩენი სამქულიანების ჩაგდება. ამ წყვილმა 20 შორეული ტყორცნა შეასრულა და რვა გამოიყენა. ვარაუდობენ, რომ სტაუდმაიერი მოედანზე მომდევნო შეხვედრაში "შარლოტის" წინააღმდეგ დაბრუნდება.
ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა "მინესოტამ". ამჯერად მან "სან ანტონიო" დაამარცხა, რომელმაც თავისი ერთ-ერთი ლიდერი მანუ ჯინობილი დაკარგა. არგენტინელმა ხელი მოიტეხა და ჯერჯერობით მისი დაბრუნების ვადა უცნობია. შემტევი მცველის გარეშე "სან ანტონიოს" დაცვა ძალიან დაზარალდა, რამაც "მინესოტას" სნაიპერებს საკუთარი შესაძლებლობების სრულად გამოვლენის საშუალება მისცა. ბოლო ორ მატჩში "სპურსმა" თავის ოპონენტებს 33-დან მხოლოდ ოთხი სამქულიანი ჩააგდებინა, აქ კი "მგლებმა" პირველ ნახევარში რვიდან შვიდი გასროლა გამოიყენეს.
სამქულიანების დიდი ნაწილი ღია პოზიციებიდან შესრულდა, რაც არადამახასიათებელია გრეგ პოპოვიჩის გუნდისთვის. "მინესოტამ" პირველ ტაიმში თამაშიდან 67 პროცენტის სიზუსტით ისროლა და 65 ქულა დააგროვა. მორიგი ბრწყინვალე თამაში ჩაატარა კევინ ლავმა, რომელმაც ზედიზედ მეხუთე მატჩში დააგროვა მინიმუმ 20 ქულა და 12 მოხსნა. 1976 წლიდან მოყოლებული, ასეთი რამ მხოლოდ ერთადერთმა კალათბურთელმა შეძლო - ჩარლზ ბარკლიმ 1992-93 წლების სეზონში.
სამდღიანი სერია დაასრულა "დენვერმა". "ნაგეტსმა" ბოლო 10 მატჩიდან მერვედ დაამარცხა შინ "მილუოკი". ნენე ილარიოს გარეშე მოთამაშე "დენვერი" აშკარად დაღლილი და მოშვებული ჩანდა. მიუხედავად ამისა, მასპინძლების რიგებში აღმოჩდნენ კალათბურთელები, რომლებმაც შეძლეს თამაშის ბედის გადაწყვეტა - დანილო გალინარი და ელ ჰარინგტონი. დასკვნით 12 წუთში მათ 10:0 გაქცევას დაუდეს სათავე, რამაც "დენვერს" მორიგი გამარჯვება მოუტანა.
აღსანიშნავია, რომ "ნაგეტსმა" ისევ სწრაფი გარღვევების წყალობით გაიმარჯვა - ამან მასპინძლებს 24 ქულა მოუტანა, "მილუოკიმ" კი ამ ხერხით მხოლოდ 10 ქულა დააგროვა. კოლორადოელებმა ასევე აჯობეს მეტოქეს ფარქვეშ ბრძოლაში - 49 მოხსნა 38-ის წინააღმდეგ. სწორედ ამის ხარჯზე შეძლეს მასპინძლებმა გამარჯვება, თორემ ტყორცნების რეალიზაცია 40 პროცენტზე დაბალი ჰქონდათ.
ფინიქსი-გ. სტეიტი 102:91
25:26, 26:21, 21:22, 30:22
ფ: ნეში (21+9 პასი), მორისი (16+9 მოხსნა), დადლი (15), შ. ბრაუნი (10+5 მოხსნა), ფრაი (10+10 მოხსნა).
გ-ს: ელისი (18+5 მოხსნა+11 პასი), მაკგუაიერი (14+9 მოხსნა), რაში (13), უდო (11), კარი (10).
ბოსტონი-ვაშინგტონი 100:92
23:24, 24:24, 22:22, 31:22
ბ: ალენი (27), პირსი (21+8 მოხსნა), ბასი (14+6 მოხსნა), სტიემსმა (13+7 მოხსნა), გარნეტი (10+6 მოხსნა+6 პასი), რონდო (6+7 მოხსნა+13 პასი).
ვ: ბლეტჩი (28+9 მოხსნა), მაკგი (17+14 მოხსნა+3 დაფარება), უოლი (11+8 პასი), იანგი (10).
ნიუ იორკი-ტორონტო 85:90
23:22, 11:29, 24:16, 27:23
ნ-ი: ენტონი (35+11 მოხსნა), დუგლასი (22), ჩენდლერი (11+10 მოხსნა).
ტ: ბარნიანი (21+5 მოხსნა), დეროზანი (21), ბატლერი (13+10 მოხსნა), ბარბოზა (10), კალდერონი (9+12 პასი), მაგლოირი (0+10 მოხსნა).
დეტროიტი-ორლანდო 89:78
21:19, 23:27, 24:17, 21:15
დ: გორდონი (26+6 პასი), სტაკი (14), პრინსი (14+5 მოხსნა), მონრო (10+9 მოხსნა), ჟერებკო (8+11 მოხსნა).
ო: ჰოვარდი (19+7 მოხსნა+5 ჩაჭრა), ანდერსონი (13+6 მოხსნა), თურქოგლუ (13).
მაიამი-ატლანტა 92:100
23:19, 27:28, 21:20, 21:33
მ: ჯეიმსი (28+7 მოხსნა+6 პასი), ბოში (19+6 მოხსნა), უეიდი (12+10 პასი+3 ჩაჭრა), ბატიე (11), კოული (10), ჰასლესი (4+10 მოხსნა).
ა: ჯონსონი (21+5 მოხსნა), ჰორფორდი (16+9 მოხსნა), მაკგრეიდი (16 +7 მოხსნა), ტიგი (15+5 პასი+4 ჩაჭრა).
ნიუ ჯერსი-ინდიანა 94:108
21:29, 21:19, 22:29, 30:31
ნ-ჯ: უილიამსი (22+8 მოხსნა), ბრუქსი (21+7 მოხსნა), გეინსი (12), ჯეიმსი (10+5 მოხსნა).
ი: ჯორჯი (21), გრეინჯერი (15+6 მოხსნა), უესტი (13+5 მოხსნა), ჰენსბრო (12+7 მოხსნა), ჯონსი (11).
მინესოტა-სან ანტონიო 106:96
35:25, 31:34, 28:21, 12:16
მ: ლავი (24+15 მოხსნა+3 ჩაჭრა), ბიზლი (19+5 მოხსნა), რიდნური (19+9 პასი), ჯონსონი (14), მილიჩიჩი (10+6 მოხსნა).
ს-ა: დანკანი (16+5 პასი), ჯეფერსონი (16), სპლიტერი (12), პარკერი (11+9 პასი).
დალასი-ოკლაჰომა 100:87
20:02, 34:27, 24:18, 22:22
დ: ნოვიცკი (26+6 მოხსნა), მერიონი (17), ტერი (15), კარტერი (14), მაინმი (10+9 მოხსნა).
ო: დურანტი (27), უესტბრუკი (18+8 მოხსნა+3 ჩაჭრა), ჰარდენი (16 +7 მოხსნა), იბაკა (10+8 მოხსნა).
დენვერი-მილუოკი 91:86
24:30, 24:18, 20:26, 23:12
დ: გალინარი (21+10 მოხსნა), ჰარინგტონი (17+8 მოხსნა), ლოუსონი (16+6 პასი), ბრიუერი (10).
მ: ჯექსონი (17), დელფინო (14+9 მოხსნა), ბოგუტი (12+7 მოხსნა+3 დაფარება), ჯენინგსი (12).
იუტა-ნიუ ორლეანი 94:90
18:22, 32:25, 20:27, 24:16
ი: ჯეფერსონი (22+6 მოხსნა), ჰარისი (19+5 პასი), ჰოვარდი (13), მაილზი (11).
ნ-ო: ჯეკი (27+5 მოხსნა+11 პასი), სმიტი (16+8 მოხსნა), კამანი (14+6 მოხსნა), ამინუ (11).
აღმოსავლეთი
თ მ წ %
1. მაიამი* 6 5 1 83.3
2. ატლანტა 5 4 1 80.0
3. ინდიანა* 5 4 1 80.0
4. ფილადელფია* 4 2 2 50.0
5. ჩიკაგო 5 4 1 80.0
6. ორლანდო 6 4 2 66.7
7. ბოსტონი 6 3 3 50.0
8. კლივლენდი 4 2 2 50.0
9. მილუოკი 4 2 2 50.0
10. ტორონტო 5 2 3 40.0
11. ნიუ იორკი 5 2 3 40.0
12. დეტროიტი 5 2 3 40.0
13. შარლოტი 4 1 3 25.0
14. ნიუ ჯერსი 6 1 5 16.7
15. ვაშინგტონი 5 0 5 00.0
დასავლეთი
თ მ წ %
1. ოკლაჰომა* 6 5 1 83.3
2. პორტლენდი 4 3 1 75.0
3. სან ანტონიო* 5 3 2 60.0
4. კლიპერსი* 4 2 2 50.0
5. დენვერი 6 4 2 66.7
6. ჰიუსტონი 4 2 2 50.0
7. ლეიკერსი 6 3 3 50.0
8. საკრამენტო 5 2 3 40.0
9. იუტა 5 2 3 40.0
10. ფინიქსი 5 2 3 40.0
11. მინესოტა 5 2 3 40.0
12. ნიუ ორლეანი 5 2 3 40.0
13. გ. სტეიტი 5 2 3 40.0
14. დალასი 6 2 4 33.3
15. მემფისი 4 1 3 25.0
* - დივიზიონის ლიდერი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"