ლებრონს ცოლი მოჰყავს

AutoSharing Option
"შარლოტ ბობკეტსთან" მატჩის წინ ლებრონ ჯეიმსმა განაცხადა, რომ სულ მალე დაქორწინებას აპირებს. "მეფის" რჩეული გახდა მისი ძველი მეგობარი სავანა ბინსონი, რომელსაც კალათბურთელი სკოლის პერიოდიდან ხვდება.

ამ ინფორმაციამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია და ახლა, ლებრონი მილოცვებს იღებს მეგობრებისგან და უბრალოდ ნაცნობებისგან. ასე მაგალითად, "ლოს ანჯელეს კლიპერსის" მცველმა კრის პოლმა თავის მეგობარს "ტვიტერის" მეშვეობით მიულოცა.

"ძმაო და დაო, გილოცავთ ნიშნობას. უზომოდ მიხარია ეს ამბავი და ის კარგი დროება, რომელიც თქვენს ცხოვრებაში დადგება", - დაწერა ლიგის ერთ-ერთმა საუკეთესო გამთამაშებელმა.

27 წლის ლებრონ ჯეიმსს სავანა
ბრინსონისგან ორი შვილი ჰყავს - ლებრონ-უმცროსი (7 წლის) და ბრიუს მაქსიმუსი (4 წლის).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული