NBA: ახალი ტრანსფერები

AutoSharing Option
"ვაშინგტონ უიზარდსის" ფორვარდი რონი ტურიაფი ოთხიდან ექვს კვირას გამოტოვებს ხელის მოტეხილობის გამო.

ფრანგმა კალათბურთელმა, რომელმაც შარშანდელი სეზონი "ნიუ ორკში" ითამაშა, წელს ოთხ მატჩში მიიღო მონაწილეობა და საშუალოდ 1.5 ქულა და 3.0 მოხსნა დააგროვა.

* * *

უახლოეს დღეებში "გოლდენ სტეიტი" გამთამაშებელ ნეიტ რობინსონს გაიფორმებს. როგორც იცით, 27 წლის კალათბურთელთან კონტრაქტი გაწყვიტა "ოკლაჰომა სიტიმ", რის შემდეგაც ჩატენვების კონკურსის სამგზის ლაურეატი თავისუფალი აგენტი გახდა.

რობინსონმა "ნიუ იორკის", "ბოსტონისა" და "ოკლაჰომას" რიგებში სულ 397 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ 11.3 ქულა,
2.6 მოხსნა და 2.6 შედეგიანი პასი დააგროვა.

* * *
"სან ანტონიო სპურსმა" შემადგენლობა 28 წლის მძიმე ფორვარდით იკე დიოგუთი შეავსო. კონტრაქტის დეტალები პრესისთვის უცნობი დარჩა.
2005 წლის დრაფტის მეცხრე ნომერს NBA-ის ხუთ კლუბში უთამაშია. ჯამში 223 მატჩში მისი მონაგარი 6.0 ქულა და 3.1 მოხსნა იყო.

* * *
27 წლის მძიმე ფორვარდმა სოლომონ ჯონსმა ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა "ლოს ანჯელეს კლიპერსთან", რომლის მიხედვითაც დაახლოებით მილიონ დოლარს გამოიმუშავებს.

მის გარდა, "კლიპერსში" გასინჯვაზე იყვნენ დი ჯეი მბენგა, ჰილტონ არმსტრონგი და დენ გაძურიჩი, მაგრამ კალიფორნიელთა სამწვრთნელო შტაბმა უპირატესობა "ატლანტასა" და "ინდიანას" ყოფილ კალათბურთელს მიანიჭა.

გასული რეგულარულის 39 მატჩში ჯონსი "პეისერსის" რიგებში საშუალოდ 3.6 ქულასა და 2.9 მოხსნას აგროვებდა.

* * *
როგორც "ლოს ანჯელეს ლეიკერსთან" დაახლოებული წყარო იტყობინება, კლუბი კრის პოლის ჩაშლილი ტრეიდის შემდეგ მეორე გაცვლის განხორციელებას აპირებდა. "ლეიკერსმა" "მინესოტას" პაუ გასოლი შესთავაზა კევინ ლავის სანაცვლოდ, მაგრამ "მგლების" ხელმძღვანელობამ კალიფორნიელებს უარით უპასუხა.

მიმდინარე სეზონში ლავი საშუალოდ 26.0 ქულასა და 14.7 მოხსნას აგროვებს, გასოლის სტატისტიკა კი 16.8 ქულა და 8.2 მოხსნაა.

* * *
"გოლდენ სტეიტის" ყოფილი მოთამაშე ჩარლი ბელი კარიერას იტალიაში გააგრძელებს. მცველმა კონტრაქტის დეტალები შეათანხმა იტალიურ "კაზერტასთან". ხელშეკრულების ღირებულება და ხანგრძლივობა უცნობია. ბელს ადრეც უთამაშია იტალიის ჩემპიონატში, კერძოდ, "ტრევიზოში", "ბოლონიასა" და "ლივორნოში".

გასულ სეზონში ჩარლიმ "გოლდენ სტეიტში" 19 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ 1.7 ქულითა და 0.9 მოხსნით დაეხმარა თავის გუნდს.

კლივლენდი-შარლოტი 115:101
27:34, 30:17, 30:29, 28:21
კ: ირვინგი (20+6 პასი), ჯეიმისონი (19+6 მოხსნა), ტომპსონი (16+9 მოხსნა), სეშენსი (11+9 პასი), პარკერი (11).
შ: ოგუსტინი (26+9 პასი), მაგეტი (21+8 მოხსნა), ჰენდერსონი (16+9 მოხსნა), მულინზი (14).

ჩიკაგო-ატლანტა 76:74
15:23, 11:15, 16:18, 34:18
ჩ: როუზი (30+7 პასი), დენგი (21+8 მოხსნა), ბუზერი (11+9 მოხსნა).
ა: ჰორფორდი (16+7 მოხსნა), სმიტი (15+14 მოხსნა), უილიამსი (14+8 მოხსნა), ჯონსონი (10).

ოკლაჰომა-პორტლენდი 93:103
26:21, 27:30, 21:27, 19:25
ო: ჰარდენი (23+6 პასი+3 ჩაჭრა), უესტბრუკი (22+6 მოხსნა+8 პასი), დურანტი (19+5 მოხსნა+3 დაფარება).
პ: ოლდრიჯი (30+8 მოხსნა), მეტიუზი (16+6 მოხსნა+4 ჩაჭრა), უოლასი (13+10 მოხსნა), ფელტონი (12+7 პასი), ბატუმი (12+7 მოხსნა).

მემფისი-საკრამენტო 113:96
31:17, 21:33, 35:18, 26:28
მ: გეი (23+8 მოხსნა), იანგი (20+7 მოხსნა+3 ჩაჭრა), მაიო (16), კონლი (14+7 პასი+4 ჩაჭრა), მ. გასოლი (14+15 მოხსნა).
ს: ფრედეტე (17), ტომასი (15+5 მოხსნა), ჰიქსონი (12+10 მოხსნა), აუთლო (11).

იუტა-მილუოკი 85:73
22:16, 21:18, 19:21, 23:18
ი: ჯეფერსონი (26+10 მოხსნა+3 ჩაჭრა), მილსეპი (13+12 მოხსნა), ჰეივორდი (12).
მ: გუდენი (24+12 მოხსნა), ჯექსონი (16+6 მოხსნა+5 პასი), ჯენინგსი (8+6 მოხსნა+6 პასი+4 ჩაჭრა).

ლეიკერსი-ჰიუსტონი 108:99
31:25, 19:21, 26:29, 32:24
ლ: ბრაიანტი (37+8 მოხსნა+6 პასი), ბინუმი (21+22 მოხსნა+4 დაფარება), პ. გასოლი (14+8 მოხსნა), ბლეიკი (11).
ჰ: ლოური (22+9 მოხსნა+10 პასი), სკოლა (20+5 მოხსნა), ბადინგერი (16), მარტინი (12+6 პასი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული