ამ შეხვედრაში მაიკ დ'ენტონის გუნდს სტაუდმაიერი და ახალბედა შუმპერტი დაუბრუნდნენ, მაგრამ მატჩმა აჩვენა, რომ "ნიუ იორკის" პრობლემები არა კადრებში, არამედ დაცვაშია. მასპინძლებმა მეტოქეს 118 ქულა ჩააგდებინეს. გადამწყვეტი მომენტი მაშინ დადგა, როცა "შარლოტი" 15:0 გაიქცა და ამის შემდეგ მშვიდად ინარჩუნებდა 10-ქულიან უპირატესობას.
კინაღამ ზედიზედ მეორე მატჩი წააგო "სან ანტონიომ". "სპურსი" საფინალო სირენამდე ექვსი
იუბილე ჰქონდა "დალასის" ლიდერს დირკ ნოვიცკის. ჩემპიონის გერმანელი ლიდერისთვის "ფინიქსთან" მატჩი მე-1000 იყო NBA-ში. დირკი 98-ე კალათბურთელია ისტორიაში, ვინც ამ ზღვარს მიაღწია. ნოვიცკის მოქმედება ნაყოფიერი იყო (17-დან შვიდი ჩაგდებული ბურთი, 7 პასი და 6 მოხსნა), ხოლო პარტნიორებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ გერმანელს საიუბილეო მატჩში გამარჯვება ეზეიმა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ჯონ ტერის თამაში, რომელმაც რვიდან ხუთი სამქულიანი ჩააგდო. გარდა ამისა, პირველად "დალასში" გადასვლის შემდეგ ღირსეულად ითამაშა ლამარ ოდომმა. მის ანგარიშზე 15 ქულა და 5 მოხსნა მოდის.
რიჩარდ ჰემილტონს "დეტროიტში" ცხრა სეზონი აქვს გატარებული, 2004 წელს კი ამ გუნდის რიგებში NBA-ის ჩემპიონი გახდა. ახლა კი მშობლიურ არენაზე ყოფილი თანაგუნდელების წინააღმდეგ სათამაშოდ "ჩიკაგოს" მაისურით გავიდა. მატჩის წინ მაყურებელი ფეხზე ადგომით მიესალმა "რიპს". მეტად გულისამაჩუყებელი სცენა იყო, ფანების ამგვარ დახვედრას კი ჰემილტონმა 14 ქულით უპასუხა და "ჩიკაგოს" "დეტროიტის" წინააღმდეგ ზედიზედ მე-12 მოგებაში დაეხმარა.
სერიოზული ნერვიულობის გადატანა მოუწიათ "მაიამის" გულშემატკივრებს. მათ საყვარელ გუნდს არ გასჭირვებია "ინდიანას" განადგურება, უბრალოდ, ლებრონ ჯეიმსმა ერთ მომენტში ცუდად დადგა ფეხი პარკეტზე და კარგა ხანი ვერ ახერხებდა წამოდგომას. არადა, "მაიამის" ერთი ლიდერი უკვე ტრავმირებული ჰყავს - უეიდმა ამ მატჩში მონაწილეობა ვერ მიიღო. ფლორიდელებისთვის საბედნიეროდ, ლებრონმა შეძლო თამაშის გაგრძელება და ყველაზე დიდი წვლილიც შეიტანა "პეისერსის" განადგურებაში. 33 ქულა, 13 პასი და 8 მოხსნა - ასეთი იყო "მეფის" მონაგარი.
"ბოსტონის" წინააღმდეგ "ნიუ ჯერსის" შემადგენლობაში ერთბაშად სამმა უილიამსმა ითამაშა - შელდენმა, შონმა და ჯორდანმა, მაგრამ "ნეტსს" არ ჰყავდა მთავარი უილიამსი - დერონი, რომელსაც მცირე ტრავმა აწუხებს. შესაბამისად, "სელტიქსის" გამარჯვებაში ეჭვი არავის ეპარებოდა, მიუხედავად იმისა, რომ მასპინძლების რიგებში არ უთამაშია რეი ალენს, ხოლო რაჟონ რონდოს არც ერთი მოხსნა არ გაუკეთებია, რაც სეზონში პირველად მოხდა.
როგორც ჩანს, მიმდინარე სეზონში პირველი სამწვრთნელო შეცვლა "ვაშინგტონში" მოხდება - ამ გუნდში ფილიპ სონდერსის პოზიციები აშკარად შეირყა. დედაქალაქურმა კლუბმა პირველად ისტორიაში წააგო სასტარტო ექვსი მატჩი და ერთადერთი გუნდია ლიგაში, რომელსაც ჯერ შეხვედრა არ მოუგია. "ორლანდოს" წინააღმდეგ "უიზარდსს" არანაირი შანსი არ ჰქონდა. დუაიტ ჰოვარდმა 14-დან მხოლოდ 6 საჯარიმო ჩააგდო და მაინც შეასრულა "20+20" ყაიდის ორმაგი დუბლი, რაიან ანდერსონი კი "სუპერმენს" 23 ქულითა და 15 მოხსნით დაეხმარა.
ამასობაში, "კლიპერსმა" ბოლო ხუთ მატჩში მესამე გამარჯვება მოიპოვა. პირველ მეოთხედში კალიფორნიელებმა ფანტასტიკური თამაში აჩვენეს და "ჰიუსტონს" 41 ქულა (!) ჩაუგდეს. თანაც ტყორცნების უმეტესი ნაწილი სამწამიანი ზონიდან შესრულდა. ამ მხრივ არამარტო გრიფინმა, არამედ ტანმორჩილმა პოლმაც გამოიჩინა თავი. ამ უკანასკნელმა ორმაგი დუბლი შეასრულა, "კლიპერსმა" კი 30 შედეგიანი პასით და მხოლოდ 7 შეცდომით დაასრულა მატჩი.
საინტერესო იყო შეხვედრა, რომელშიც "მემფისმა" სტუმრად "მინესოტა" დაამარცხა, არადა, ტენესური კლუბი თავისი ლიდერის ზაკ რენდოლფის გარეშე თამაშობდა. ფორვარდმა ფეხის ტრავმა მიიღო და, შესაძლოა, 2 თვე ვერ შეძლოს მოედანზე გასვლა. თითქმის მთელი მატჩი ქულა ქულაში თამაში მიდიოდა. მხოლოდ მეოთხე მეოთხედის შუაში მოახერხა "მემფისმა" რვა ქულით დაწინაურება, მაგრამ "ვულვზმა" ნაადრევად დანებება არ ისურვა და რიდნურის, ლავისა და რუბიოს მონდომებით თითქმის დაეწია წინ წასულ მეტოქეს.
საფინალო სირენამდე ორნახევარი წამით ადრე "მემფისი" სამ ქულას იგებდა და ბოლო შეტევა "მინესოტასი" იყო. იერიში რიდნურზე ჯარიმით დასრულდა. მან პირველი ჩააგდო, მეორე კი შეგნებულად ააცილა და თავად მოხსნა ბურთი, მაგრამ მსაჯებმა ჯარიმა დააფიქსირეს. რიდნურს დაავიწყდა წესი - სანამ ბურთი ფარს არ შეეხება, კალათბურთელს არ აქვს წრის დატოვების უფლება. მინესოტელი კი სროლისთანავე გაიქცა ფარისკენ და ლოგიკურად დაჯარიმდა. ასე დაკარგეს "მგლებმა" თამაშის გადარჩენის შანსი.
NBA. რეგულარული ჩემპიონატი
ტორონტო-კლივლენდი 92:77
21:18, 25:21, 20:12, 26:26
ტ: ბარნიანი (31+7 მოხსნა), დეროზანი (25+5 მოხსნა), კალდერონი (13+11 პასი+6 მოხსნა).
კ: ჯეიმისონი (19+6 მოხსნა), ირვინგი (12), კასპი (10+5 მოხსნა).
ნიუ იორკი-შარლოტი 110:118
26:30, 26:32, 26:26, 32:30
ნ-ი: ენტონი (32+6 მოხსნა+5 პასი), სტაუდმაიერი (25+12 მოხსნა), შუმპერტი (18+5 მოხსნა), დუგლასი (13+5 პასი), ჩენდლერი (11+6 მოხსნა).
შ: დიაო (27+6 პასი), ჰენდერსონი (24), მულინზი (16+5 მოხსნა), ოგუსტინი (14+10 პასი+6 მოხსნა), მაგეტი (12), უაიტი (10+9 მოხსნა).
დეტროიტი-ჩიკაგო 83:99
14:22, 21:29, 23:20, 25:28
დ: მონრო (19+13 მოხსნა+5 პასი), ჟერებკო (13), უილკინსი (10), ბინუმი (10).
ჩ: ბუზერი (19+7 მოხსნა), როუზი (17+10 პასი), ჰემილტონი (14+5 პასი), ნოა (13+11 მოხსნა), გიბსონი (12+7 მოხსნა).
მინესოტა-მემფისი 86:90
14:20, 23:23, 22:14, 27:33
მინ: ლავი (27+14 მოხსნა), რიდნური (13), რუბიო (12+10 პასი), ბიზლი (11+10 მოხსნა).
მემ: ალენი (20), გეი (19+8 მოხსნა+3 ჩაჭრა), მაიო (14), კონლი (12+8 პასი), მ. გასოლი (6+10 მოხსნა).
დალასი-ფინიქსი 98:89
25:25, 24:16, 28:25, 21:23
დ: ნოვიცკი (20+7 პასი+6 მოხსნა), ტერი (18+ 5 პასი), ოდომი (15+5 მოხსნა), მერიონი (13+7 მოხსნა), ჰეივუდი (5+12 მოხსნა), კარტერი (7+6 მოხსნა+5 პასი).
ფ: გორტატი (22+10 მოხსნა), ნეში (15+12 პასი+3 ჩაჭრა), ჰილი (14), ფრაი (7+10 მოხსნა).
დენვერი-საკრამენტო 110:83
27:17, 29:22, 29:25, 25:19
დ: ჰარინგტონი (15+5 მოხსნა), ფერნანდესი (12+8 პასი), მოზგოვი (11), აფლალო (11), კუფრყ (10 +11 მოხსნა), ლოუსონი (8+6 პასი+5 მოხსნა), მილერი (8+6 პასი), ანდერსენი (8+7 მოხსნა+3 დაფარება).
ს: კაზინსი (26+3 დაფარება), ტორნტონი (23).
ორლანდო-ვაშინგტონი 103:85
31:14, 25:24, 27:22, 20:25
ო: ჰოვარდი (28+20 მოხსნა+3 დაფარება), ანდერსონი (23+15 მოხსნა), თურქოგლუ (14+8 პასი+5 მოხსნა), რედიკი (14).
ვ: იანგი (17 ), უოლი (14+5 პასი), ბლეტჩი (10+6 მოხსნა).
მაიამი-ინდიანა 118:83
29:27, 33:12, 26:27, 30:17
მ: ჯეიმსი (33+13 პასი+8 მოხსნა), ბოში (22+6 მოხსნა), ჯონსი (14), ჩელმერსი (14+6 მოხსნა), კოული (10+5 პასი), ჰასლემი (8+10 მოხსნა).
ი: ჰიბერტი (16+12 მოხსნა), ჰენსბრო (14), ჯორჯი (13), კოლისონი (10).
ბოსტონი-ნიუ ჯერსი 89:70
18:17, 16:18, 29:12, 26:23
ბ: პირსი (24+6 მოხსნა+5 პასი), ბასი (15+13 მოხსნა), გარნეტი (14+12 მოხსნა), ბრედლი (11), რონდო (8+12 პასი).
ნ-ჯ: ბრუქსი (17), ფარმარი (11+6 პასი), გეინსი (8+6 პასი), შელ. უილიამსი (8+9 მოხსნა).
ნ. ორლეანი-ფილადელფია 93:101
27:16, 20:24, 26:27, 20:34
ნ-ო: გორდონი (22+6 მოხსნა), ლენდრი (21+8 მოხსნა), ჯეკი (19+11 პასი), კამანი (10+8 მოხსნა).
ფ: ჰოლიდეი (23+8 პასი), ტერნერი (21+6 მოხსნა), ჰოუსი (17+7 მოხსნა+4 დაფარება), ბრენდი (12+12 მოხსნა), იანგი (10), უილიამსი (10).
სან ანტონიო-გ. სტეიტი 101:95
20:26, 25:27, 25:22, 31:20
ს-ა: პარკერი (21+8 პასი), ჯეფერსონი (17+5 მოხსნა), დანკანი (15+11 მოხსნა+3 ჩაჭრა+3 დაფარება), ბლეირი (12+9 მოხსნა).
გ-ს: ელისი (38+7 პასი), კარი (20+8 პასი), ლი (13+10 მოხსნა), ტომპსონი (10).
კლიპერსი-ჰიუსტონი 117:89
41:26, 26:29, 23:20, 27:14
კ: გრიფინი (22+9 მოხსნა), პოლი (20+10 პასი+3 ჩაჭრა), ფოიე (16), ბილაპსი (13), ბატლერი (11).
ჰ: ლოური (17+5 პასი), მარტინი (14), სკოლა (12), პარსონსი (11+8 მოხსნა).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"