შეხუმრებული ობამა და დირკი

AutoSharing Option
ამერიკის პრეზიდენტმა ტრადიციას არ უღალატა და თეთრ სახლში მიიღო NBA-ის ჩემპიონი. ბარაკ ობამა მიესალმა "დალას მავერიქსს", რომელმაც 2011 წელს თავისი არსებობის ისტორიაში პირველად მოიგო ყველაზე პრესტიჟული და ძლიერი ლიგის ტიტული, როცა ფინალურ სერიაში 4:2 დაამარცხა "მაიამი ჰიტი".

რა თქმა უნდა, საყოველთაო ყურადღების ცენტრში იყო ფინალური სერიის საუკეთესო მოთამაშე დირკ ნოვიცკი. სწორედ გერმანელმა სუპერვარსკვლავმა გადასცა პრეზიდენტს კლუბის მაისურა, რომელზეც ობამას გვარი ეწერა.

პრეზიდენტმაც თავის სიტყვაში ყველაზე დიდი ყურადღება დირკ ნოვიცკის დაუთმო - მან შეაქო გერმანელის ოსტატობა, მაგრამ არ მოუწონა მას სიმღერის
ნიჭი და აქცენტი, რომლითაც ის ჩემპიონობის მოპოვების შემდეგ ჯგუფ "ქუინის" უკვდავ ჰიტს - We Are The Champions ასრულებდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული