NBA: "ფილადელფიას" საუკეთესო სტარტი

AutoSharing Option
ვაშინგტონში იოლი გასეირნების შემდეგ "მინესოტა" ტორონტოში ჩავიდა სათამაშოდ. "რეპტორზს" შინ ზედიზედ ორი შეხვედრა ჰქონდა წაგებული და მესამე მარცხი მის გეგმებში არ შედიოდა, მით უმეტეს, რომ კანადელები "მგლების" წინააღმდეგ ძალიან წარმატებით თამაშობენ.

ბოლოს "მინესოტამ" "ტორონტოს" 2004 წელს მოუგო. ტრადიცია შენარჩუნდა. მესამედ მიმდინარე სეზონში ანდრეა ბარნიანიმ 30 ან მეტი ქულა ჩაიწერა აქტივში, კევინ ლავმა კი ამ ჩემპიონატში თავისი ყველაზე უარესი მატჩი ჩაატარა - მან 16-დან მხოლოდ სამი ტყორცნა გამოიყენა და 10-დან ხუთი საჯარიმო ჩააგდო. "ვულვზის" ლიდერმა ამჯერადაც ორმაგი დუბლი შეასრულა, მაგრამ აქედან
სარგებელი ნაკლები იყო.

გარდა ამისა, "ტორონტოს" მცველებმა კარგად ჩაკეტეს რიკი რუბიო, რომელმაც მატჩის შემდეგ თავად აღნიშნა მეტოქის მჭიდრო დაცვა.

მიუხედავად "მინესოტას" ლიდერთა პრობლემებისა, მასპინძლებისთვის შეხვედრა მაინც რთული გამოვიდა. მესამე მეოთხედის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე სტუმრები 8:0 გაიქცნენ და ჩამორჩენა ოთხ ქულამდე დაიყვანეს, ბოლო 12-წუთეულის დასაწყისში კი კიდევ ოთხი ქულა აიღეს და ანგარიში გაათანაბრეს. "ტორონტო" გაუმკლავდა ამ ზეწოლას და ბოლოს, გუნდური თამაშის წყალობით 11:2 გაქცევაც მოაწყო. სტუმრებს უბრალოდ დრო არ დარჩათ საპასუხო შეტევისთვის.

* * *
"ნიუ იორკმა" შური იძია "შარლოტზე" გასულ კვირას სამარცხვინო წაგებისთვის. აღსანიშნავია, რომ იმ მატჩის შემდეგ "ნიქსმა" სამი თამაში მოიგო, "ბობკეტსმა" - სამი წააგო. მაიკ დ'ენტონის გუნდს ამჯერადაც გაუჭირდა.

მთელი მატჩის განმავლობაში პრობლემები ჰქონდა კარმელო ენტონის, რომელსაც ისევ აწუხებს ზურგის ტრავმა. მაგრამ საკუთარ თავზე აიღეს თამაში ამარე სტაუდმაიერმა და ტაისონ ჩენდლერმა.

ამ უკანასკნელმა, როგორც იქნა, აჩვენა თავისი ნამდვილი ძალა. "დალასის" ყოფილი მოთამაშე ღირსეულად გამოიყურებოდა ორივე ფარქვეშ და აქტიურად მონაწილეობდა შეტევებში.

მიუხედავად ამისა, "ნიქსმა" მთელი მატჩი თანაბრად ვერ ჩაატარა. ჩავარდნა მეოთხე მეოთხედში მოხდა, რომლის საწყის ცხრა წუთში მასპინძლებმა თამაშიდან ბურთი ვერ ჩააგდეს, სტუმრებმა კი ანგარიში გაათანაბრეს და ისევ მოემზადნენ ნიუორკელთა დასამარცხებლად. მაგრამ თამაშში დაბრუნდა კარმელო ენტონი, რომელმაც გუნდური ცხრა ქულიდან რვა თავის ანგარიშზე მიითვალა. "შარლოტს" ჰქონდა შეხვედრის ოვერტაიმში გადაყვანის შანსი.

თავიდან დი ჯეი ოგუსტინმა არანორმალური სამქულიანი ჩააგდო, რომელსაც მელომ საჯარიმოებით უპასუხა, ფინალურ სირენასთან ერთად იმავე ოგუსტინის შორეული ტყორცნა კი არაზუსტი გამოდგა. ბრწყინვალედ ითამაშა "ნიქსის" დებიუტანტმა იმან შუმპერტმა, რომელმაც რამდენჯერმე შესანიშნავად დატოვა ფარქვეშ ჩენდლერი. ის მუდმივად დაძაბულობაში ამყოფებდა "შარლოტის" დაცვას და საბოლოოდ, 16 ქულა და 6 მოხსნა დააგროვა. "ნიქსის" სათადარიგოთა სკამმა კი მორიგი შეხვედრა ჩააგდო - მათ მხოლოდ სამი ქულა მიითვალეს.

* * *
ზედიზედ მეხუთე მატჩი მოიგო "ფილადელფიამ". ამჯერად "სიქსერზმა" "ინდიანა" დაამარცხა, რომლის შემადგენლობაში არ უთამაშიათ დენი გრეინჯერსა და ჯორჯ ჰილს. სტუმრები ფარქვეშ დომინირებდნენ, "ფილადელფია" კი აქცენტს საშუალო მანძილიდან სროლებზე აკეთებდა.

მესამე მეოთხედში მან 15:3 გაქცევა მოახერხა, რაც პირველი ნაბიჯი იყო დამაჯერებელი გამარჯვებისკენ. თუმცა "ინდიანას" ჰქონდა გამარჯვებისთვის ბრძოლის შანსი: საფინალო სირენამდე ორი წუთით ადრე სტუმრები მხოლოდ ექვს ქულას აგებდნენ, მაგრამ იგუოდალამ და ტადეუს იანგმა დღის წესრიგიდან მოხსნეს გამარჯვების საკითხი. "ფილადელფია" არ მარცხდება საკუთარ მოედანზე და ამ გუნდმა აღმოსავლეთ კონფერენციაში მესამე პოზიციაზე გადაინაცვლა. ეს "სიქსერზის" საუკეთესო სტარტია 2000 წლის შემდეგ, როცა ზედიზედ ათი თამაში მოიგო.

* * *
სენსაციურად წააგო საკუთარ მოედნაზე "დენვერმა". ამ გუნდის მძლეველმა - "ნიუ ორლეანმა" შეძლო ექვსმატჩიანი წაგებათა სერიის შეწყვეტა.

"ჰორნეტსმა" მეტოქის შეჩერება დაცვაში მაქსიმალურად კონცენტრირებული თამაშით შეძლო, აგრეთვე არ მისცა რეაქტიულ ტაი ლოუსონს სწრაფი გარღვევების შესრულების საშუალება. ამის გამო, მასპინძლები, ძირითადად, შეტევის დალაგებაზე ზრუნავდნენ და აბსოლუტურად გადაავიწყდათ დაცვა.

ამით კარგად ისარგებლეს მარკო ბელინელიმ და კარლ ლენდრიმ. პირველი საშუალო დისტანციიდან ბომბავდა მეტოქეს, მეორე კი აგრესიულად უტევდა ფარქვეშიდან. მატჩის მეორე მეოთხედში მოპოვებული უპირატესობა მხოლოდ იზრდებოდა. რა თქმა უნდა, "დენვერი" გულხელდაკრეფილი არ იჯდა და მატჩის ბედის შემოტრიალებას ცდილობდა, მაგრამ მცირე გაქცევებს შედეგი არ მოჰქონდა. სტუმრები მაშინვე ახშობდნენ "ნაგეტსის" აქტიურობას. "დენვერმა" პირველად ამ სეზონში და მეორედ ბოლო 18 მატჩში წააგო საკუთარ მოედანზე.

ფილადელფია-ინდიანა 96:86
25:20, 20:20, 28:24, 23:22
ფ: იგუოდალა (20+9 მოხსნა+5 პასი), უილიამსი (13+6 პასი), იანგი (12+8 მოხსნა), ჰოსი (12+8 მოხსნა), ჰოლიდეი (12+3 ჩაჭრა), ვუჩევიჩი (11+8 მოხსნა).
ი: ჰიბერტი (19+8 მოხსნა), უესტი (15+11 მოხსნა), ჯორჯი (13+7 მოხსნა+5 პასი), ჯონსი (12), ჰენსბრო (10+5 მოხსნა).

ნიუ ჯერსი-ატლანტა 101:106
18:31, 27:25, 26:24, 30:26
ნ-ჯ: ბრუქსი (19+9 მოხსნა), უილიამსი (15+14 პასი), ჰემფრიზი (13+7 მოხსნა), შ. უილიამსი (11+5 მოხსნა).
ა: სმიტი (26+6 მოხსნა+3 ჩაჭრა), ჯონსონი (22+6 პასი), ტიგი (20), ჰორფორდი (14+9 მოხსნა+6 პასი), რადმანოვიჩი (14+6 მოხსნა).

ჩიკაგო-დეტროიტი 92:68
21:21, 22:13, 25:25, 24:9
ჩ: ბუზერი (23+8 მოხსნა), როუზი (22+8 პასი), ბრიუერი (12).
დ: მონრო (14+10 მოხსნა+6 პასი), ნაითი (13+5 მოხსნა), პრინსი (11), გორდონი (11).

ტორონტო-მინესოტა 97:87
27:25, 28:24, 18:20, 24:18
ტ: ბარნიანი (31+ 9 მოხსნა), ჯონსონი (19+11 მოხსნა), კალდერონი (14+6 პასი), ბარბოზა (13).
მ: ბარეა (16), ლავი (13+11 მოხსნა), რიდნური (13), უილიამსი (13+8 მოხსნა), რუბიო (10+6 პასი).

ნიუ იორკი-შარლოტი 91:87
24:21, 26:24, 22:20, 19:22
ნ-ი: სტაუდმაიერრი (25+12 მოხსნა), ენტონი (22+6 პასი), ჩენდლერი (20+13 მოხსნა+3 ჩაჭრა+3 დაფარება), შუმპერტი (16+6 მოხსნა+3 ჩაჭრა).
შ: დიაო (19+10 მოხსნა+7 პასი), უაიტი (15+7 მოხსნა), ჰენდერსონი (14), ოგუსტინი (12+8 მოხსნა), უოკერი (10).

დენვერი-ნიუ ორლეანი 81:94
27:26, 19:28, 18:24, 17:16
დ: გალინარი (15), ლოუსონი (15), ფერნანდესი (14), აფლალო (13), ნენე (9+11 მოხსნა).
ნ-ო: ლენდრი (21+5 მოხსნა), კამანი (20+7 მოხსნა), ბელინელი (19), ჯეკი (13+9 პასი).

აღმოსავლეთი
თ მ წ %
1. მაიამი* 9 8 1 88.9
2. ჩიკაგო* 10 8 2 80.0
3. ფილადელფია* 8 6 2 75.0
4. ატლანტა 10 7 3 70.0
5. ინდიანა 9 6 3 66.7
6. ორლანდო 9 6 3 66.7
7. ნიუ იორკი 9 5 4 55.6
8. ბოსტონი 8 4 4 50.0
9. კლივლენდი 8 4 4 50.0
10. ტორონტო 9 4 5 44.4
11. მილუოკი 8 2 6 25.0
12. დეტროიტი 9 2 7 22.2
13. შარლოტი 9 2 7 22.2
14. ნიუ ჯერსი 10 2 8 20.0
15. ვაშინგტონი 8 0 8 00.0

დასავლეთი
თ მ წ %
1. ოკლაჰომა* 10 8 2 80.0
2. პორტლენდი 8 6 2 75.0
3. სან ანტონიო* 9 6 3 66.7
4. კლიპერსი* 6 4 2 66.7
5. იუტა 8 5 3 62.5
6. ლეიკერსი 10 6 4 60.0
7. დენვერი 10 6 4 60.0
8. ფინიქსი 8 4 4 50.0
9. დალასი 9 4 5 44.4
10. მემფისი 8 3 5 37.5
11. საკრამენტო 9 3 6 33.3
12. მინესოტა 9 3 6 33.3
13. ნიუ ორლეანი 9 3 6 33.3
14. ჰიუსტონი 8 2 6 25.0
15. გ. სტეიტი 8 2 6 25.0

* - დივიზიონის ლიდერი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული